პოლიტიკა


არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის ახალ კანონპროექტში რელიგიის საკითხებზე შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მიმართავენ
რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ვენეციის კომისიას მიმართავენ თხოვნით, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის შეფასების დროს მხედველობაში მიიღონ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 და მე-19 მუხლში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი, რომელიც ორგანიზაციების შეფასებით, ზღუდავს რელიგიის თავისუფლების მხარდასაჭერად კონსტიტუციაში არსებულ დეკლარაციულ ჩანაწერებს.
"იმ პირობებში როდესაც კონსტიტუციური შეთანხმება და სხვა საკანონმდებლო აქტები დომინანტი ეკლესიისთვის პრივილეგირებულ, უთანასწორო და ასემიტრიულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის და ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგადაჯჭვულობის ნიშნებს შეიცავს, კონსტიტუციაში, როგორც ძირითად კანონში და პოლიტიკური და სოციალური შეთანხმების დოკუმენტში, რელიგიის თავისუფლებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების სფეროს მნიშვნელობის დაკნინება პრობლემურია და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს კრიტიკას ხელისუფლების მკვეთრად არასეკულარული მიდგომების და მათი ინსტიტუციონაზაციის მცდელობის შესახებ’’, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ვენეციის კომისიისადმი მიმართვის ტექსტი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი
2 მარტი, 2021 , 19:02

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00