უკან

საზოგადოება

4 სექტემბერი, 2017 13:40
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შშმ პირთა გაეროს კონვენციის შესრულების შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს

18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, ასევე მიმოხილულია არსებული საკანონდმებლო ჩარჩო და 2013 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული გაეროს კონვენციის შესრულების 2-წლიანი პერიოდი.

„მედიანიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე 18-მა ორგანიზაციამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს მოხდა და ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია.

წარდგენილი ალტერნატიული ანგარიში მოიცავს საქართველოს მიერ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან 2-წლიან პერიოდს. კერძოდ, აფასებს მოცემულ საანგარიშო პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამ დროისთვის არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს.

ალტერნატიული ანგარიში აანალიზებს ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, სახელმწიფო პოლიტიკასა და პრაქტიკას კონვენციის ყველა ძირითად მუხლთან მიმართებით და მოიცავს შემდეგ საკითხებს: სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულებები, თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მისაწვდომობა, თანაბარი სამართალსუბიექტობის უფლება, მართლმსაჯულების მისაწვდომობა, პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხოება, დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, ინდივიდუალური მობილობა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციაზე მისაწვდომობა, საცხოვრებლისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, განათლება, ჯანმრთელობა, აბილიტაცია და რეაბილიტაცია, შრომა და დასაქმება, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და რეკრეაციულ ღონისძიებებში, სტატისტიკა და მონაცემთა შეგროვება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის აღსრულების მექანიზმი.

ალტერნატიულ ანგარიშში ასევე მოცემულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომაროების გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული რეკომენდაციები კონვენციით დაცულ თითოეულ სფეროსთან მიმართებით. ანგარიშის წარმოდგენი ორგანიზაციები იმედს გამოვთქვამთ, რომ კომიტეტი გაითვალისწინებს მათ საქართველოსადმი გაცემულ რეკომენდაციებში.

ანგარიშის მომზადებისას გამოყენებული იყო საჯარო დაწესებულებების მხრიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია, ორგანიზაციების კვლევითი დოკუმენტები, საკითხთან დაკავშირებული მეორადი წყაროები, შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირთა თემთან/მათ მშობლებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და ინდივიდუალური შეხვედრების შედეგები.

ანგარიშის წარმდგენი ორგანიზაციები აქტიურად მიადევნებენ თვალს გაეროს კომიტეტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან დაკავშირებით წარდგენილი სახელმწიფო ანგარიშის განხილვას, აქტიურად ჩაერთვებიან მისი მოსმენისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ადვოკატირების პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.,

ანა მებურიშვილი

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებულ

პარლამენტთან `სირცხვილიას` წევრებმა აქცია-გამოფენა გამართეს

20 სექტემბერი, 2019 , 12:35

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ფოტოები, რომელზეც საოკუპაციო ზოლთან არსებ

მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას

20 სექტემბერი, 2019 , 12:00

იუსტიციის სამინისტრო მე-11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცი

`ერთად ერთის წინააღმდეგ` - დღეს რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

20 სექტემბერი, 2019 , 11:37

„გავრილოვის ღამიდან“ სამი თვის თავზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. როგორც აქციის ორგანიზატორთა მიმართვაშია ნათქვამი: „20 სექტემბერს, გავრილოვის ღამიდან ზუსტად სამი თვის თა

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15

პარლამენტში შესვლა დღეს შეზღუდული იქნება

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი. „20 სექტემბერს, რუსთავე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს