უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
არქივი
საზოგადოება
არასამთავრობო სექტორი რუსთაველის გამზირზე „ქალთა მარშს“ მართავს (ვიდეო)
თბილისში, რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები „ქალთა მარშს“ მართავენ. როგორც აქციის ფეისბუქის გვერდზე წერია, მარშის მთავარი მიზანია ხალხის მობილიზება ქალთა და ადამიანის უფლებების დასაცავად.
გარდა ამისა, მსვლელობის მონაწილეები ითხოვენ, რომ ის პრობლემები, რაც საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის მიმართ არსებობს, დროულად მოგვარდეს.
”ჩვენ გვჯერა, რომ ქალები და უმცირესობები უნდა იყვნენ უფრო თანაბრად წარმოდგენილნი სამუშაო ადგილას, საზოგადოებასა და ხელისუფლებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ქალების ჯანმრთელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. გვჯერა, რომ ვართ უმრავლესობა და რომ თუ ერთდროულად ამოვიღებთ ხმას, ჩვენ გავხდებით უმრავლესობა”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნანუკა თევზაძემ.
თბილისში მიმდინარე მსვლელობა წარმოადგენს გლობალურ „ქალთა მარშის“ ნაწილს. კამპანია მსოფლიოს 370 ქალაქშია დაგეგმილი. არასამთავრობო სექტორი ამ გზით აპროტესტებს აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს წარმოებულ „სექსიზმისა და დაყოფის რიტორიკას“.
ანა მებურიშვილი