უახლესი ამბები
- 19.02.2019 14:10„დატოვეთ „ოცნება“, ან გაწმინდეთ მედროვეებისგან!“ – „საქართველოს გზის“ ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება
- 19.02.2019 14:10საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა
- 19.02.2019 14:10ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან
- 19.02.2019 13:05რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
- 19.02.2019 12:50იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან შემცირდა
- 19.02.2019 12:50კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს
- 19.02.2019 12:34არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ივანე მაჭავარიანი
- 19.02.2019 12:26რა მისწერა მამუკა ხაზარაძემ თანამშრომლებს
- 19.02.2019 12:15თბილისის საკრებულომ და რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა მემორანდუმი გააფორმეს
- 19.02.2019 12:15დღეიდან, ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია
არქივი
საზოგადოება


არასამთავრობო სექტორი საარჩევნო უბნების დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტების პრევენციას მოითხოვენ
იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელთა წარმომადგენლებიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტებისა და სხვა დარღვევების გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობენ.
საია-ს და ადამიანის უფლებათა ცენტრის თავმჯდომარეებმა დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
ისინი მოუწოდებენ ძალოვან უწყებებს, მოახდინონ მსგავსი ფაქტების პრევენცია განმეორებით კენჭისყრასა და მეორე ტურებში.
,,მთავარი და მნიშვნელოვანი ფიგურა არის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ვალდებულია, რომ დაიცვას წესრიგი და დისციპლინა უბანზე და მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა, რომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედონ.
როდესაც ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ან უფრო მძაფრდება სიტუაცია, ეს უკვე გადადის, რა თქმა უნდა, პოლიციის კომპეტენციის ფარგლებში. 30 რიცხვში იქნება მეორე ტურები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა იყოს მიღებული, ერთი მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან და მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, რომ დამკვირვებლებს ჰქონდეთ უსაფრთხო და ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა’’, - ამბობს საია-ს თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი.
თავის მხრივ, როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ თავმჯდომარემ აღნიშნა, ალეკო ცქიტიშვილი კონკრეტულად მათი ორგანიზაციის დამკვირვებელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა საარჩევნო კომიის თავჯდომარემ და მისმა მოადგილემ მიაყენეს.
,,ჩვენ ველოდით, რომ ამ ფაქტებზე მოხდებოდა დროული რეაგირება. გავიდა 14 დღე და კონკრეტულად, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის’’ დამკვირვებლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ განხორციელდა და ამაზე სათანადო რეაგირება ჯერ კიდევ არ არის. კონკრეტულად, ცესკოსგან და საარჩევნო ადმინისტრაციისგან ზოგადად ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოხდეს ადმინისტრაციული წესით რეაგირება ამ ფაქტებზე’’, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან
19 თებერვალი, 2019 , 14:10

ამ ეტაპისთვის ინსულტის დიაგნოზი არ დასტურდება - მარინე გელანტია
19 თებერვალი, 2019 , 12:45

რა მისწერა მამუკა ხაზარაძემ თანამშრომლებს
19 თებერვალი, 2019 , 12:26

თბილისის საკრებულომ და რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა მემორანდუმი გააფორმეს
19 თებერვალი, 2019 , 12:15

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
19 თებერვალი, 2019 , 10:10

საცხოვრებლი კორპუსიდან აივნის ნაწილი ჩამოიშალა
19 თებერვალი, 2019 , 10:10