პოლიტიკა
არასამთავრობო სექტორი თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის საია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სხვები, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.
როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თეა წულუკიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებენ და შექმნილ ვითარებაში მის წვლილზე მიუთითებენ.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევის შემთხვევაში, შეიქმნება რესურსი, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ძალიან ბევრი ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი.
ნინო ექვთიმიშვილი