საზოგადოება
არასამთავრობოები ფარული ჩანაწერების საქმეზე დროულ გამოძიებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე დროული გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.
„ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება ხელსაყრელი არ არის.
გაერთიანების ერთ-ერთი წევრი ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, ნათია კაციტაძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე ხელისუფლების მხრიდან რეალური ნება გამოძიებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მისი განცხადებით, გამოქვეყნებული ჩანაწერები ხელისუფლების იმიჯს ლახავს.
„ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ის დამოკიდებულება, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში, შეიძლება არსებობდნენ პრივილეგირებული ადამიანები, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. ახლა იმ პოზაში ჩადგომა, რომ ეს არ არის რეალური, აზიანებს ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოების იმიჯს“, – განაცხადა ნათია კაციტაძემ.