უკან

კომენტარი

1 თებერვალი, 2019 12:55
font-size

არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, რომელიც გაჩერდება, ქალი არის ძლიერი - თეა წულუკიანი

არც ეკა ბესელია და არც სხვა ვინმე ქალი არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება, რომელიც გაჩერდება; ის, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე განაცხადა.

„მე ვფიქრობ იმას, რასაც ვფიქრობდი ხუთი წლის წინ, ოთხი წლის წინ, სამი წლის წინ და რასაც ვიფიქრებ მუდამ. ვისზეც უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი − იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას. მე, პირადად, ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს ქალზე ტერორს, და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, ამას, რა თქმა უნდა, ვგმობ.

მინდა, აქვე დავძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ქალი არის ძლიერი და ვინც ამას ავრცელებს, მე მინდა, ეს რჩევა მივცე, რომ იფიქროს სხვა რამეზე, აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული.

მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულება განხორციელდება, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი რომ გვერდზე გადავდოთ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ვინმე ქალი არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება, რომელიც გაჩერდება; ის, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ამიტომაც ისინი, ვინც ამას ავრცელებს, კარგი იქნება, თუ სხვა საქმით დაკავდებიან, და როდესაც მათ მიაკვლევს გამოძიება, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ კანონის წინაშე.

ადრეც იყო ამგვარი ჟურნალისტზე, პოლიტიკოსებზეც იყო მცდელობა ტერორისა ამ გზით; მაშინაც ვთქვი და იმავეს ვფიქრობ დღეს − არცერთი ქალი არ შევშინდებით! გაავრცელეთ, რაც გნებავთ. აი, ეს არის ჩემი გზავნილი იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სიბინძურით არის დაკავებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი - დავით ჭიჭინაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

ბარემ ჩაგვსვან კოლბაში და გვაცხოვრონ იმ ვირტუალურ სამყაროში, როგორიც თავად წარმოუდგენიათ. ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერ

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი

10 ივლისი, 2020 , 12:15

ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შ

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2020 , 17:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართ

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

9 ივლისი, 2020 , 10:30

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდ

ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 17:30

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ- გიორგი ვოლსკი

8 ივლისი, 2020 , 16:00

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე