უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2017 10:55
font-size

არასამთავრობოების უნდობლობა შსს-ს - მესამე სექტორი ნუცუბიძის პლატოს ამბავზე ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვებას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი შსს-ს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ამბავზე ვიდეოჩანაწერების არარსებობაში ადანაშაულებს.

როგორც „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრმა, გიორგი მახარაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ის გამოძიებას არ ენდობა.

„არანაირი ნდობის საფუძველი ამ გამოძიების მიმართ არ გიჩნდება ადამიანს, იმიტომ რომ რაღაც გაუგონარ ამბავს ამბობენ, რომ სამი კამერიდან არცერთი არ აფიქსირებდა იქ მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, რომც გაასაჯაროვოს იქ მიმდებარედ რა ხდებოდა, რაღაცას გავიგებთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იმისთვის არსებობს ის კამერა, რომ დაკავებისას გადაიღოს პოლიციელმა, თორემ მანამდე ვის რას ესაუბრებოდი, ის აბსოლუტურად არ არის საინტერესო“, - თქვა მახარაძემ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტის, გურამ იმნაძის განცხადებით, პროკურატურის განცხადება საქმესთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, შესაბამისად, უწყებამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროს ნუცუბიძეზე მომხდარ ამბავზე, ასევე შესაბამისი ვიდეოჩანაწერებიც.

შეგახსენებთ, 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს 33 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არასამთავრობო სექტორი იმ სამხრე კამერების გამოქვეყნებას ითხოვს, სადაც დაკავების მომენტია აღბეჭდილი.

ინგა გრიგოლიამ `ტვ პირველის` დირექტორის თანამდებობა დატოვა

6 ივნისი, 2020 , 23:39

"თV პირველის" დირექტორი ინგა გრიგოლია, თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, ის ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა "რეაქციის" წამყვანად რჩება. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიას თავად არხის დამფუძნებელი, ვახტანგ წერე

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება

6 ივნისი, 2020 , 17:15

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე მიმდინარე პროცესს მერის მო

„ლელო საქრთველოსთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება

6 ივნისი, 2020 , 16:07

პოლიტიური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის. ამის შესა

რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

6 ივნისი, 2020 , 16:00

ზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ,

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან

6 ივნისი, 2020 , 15:10

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან. მათი ინფორმაციით, შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან ორშაბათს არის ჩანიშნული და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა პროტესტს.

დევნილთა სააგენტო დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართებს საკუთრებაში გადასცემს

6 ივნისი, 2020 , 13:10

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილესთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. სააგენტოს დირექ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!