უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 ნოემბერი, 2023 18:52
font-size

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის და საარჩევნო გარემოს დაზიანების მორიგი მცდელობა დაფიქსირდა - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის და საარჩევნო გარემოს­ დაზიანების მორიგი მცდელობა დაფიქსირდა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა არარსებული საუბნო საარჩევნო კომისიების არარსებული წევრების შესახებ.

„საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა - ამჯერად არასწორი ინფორმაცია არარსებული საუბნო საარჩევნო კომისიების არარსებული წევრების შესახებ ვრცელდება.

ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტში, ავტორი არაერთხელ აღნიშნავს, რომ მისი რესპონდენტების ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ან წევრები არიან, ხელისუფლებამ მის სასარგებლოდ მუშაობის სანაცვლოდ სხვადასხვა პოზიციაზე დაასაქმა. მათ ნაწილს კი დაუმსახურებლად სოციალური დახმარებაც დაუნიშნა.

პირველ რიგში, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული არ არის. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიები მხოლოდ არჩევნების დანიშვნის შემდეგ კომპლექტდება. საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. აღნიშნული უფლებამოსილებები წყდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე. (საარჩევნო კოდექსი. მუხლი 25. პ.14).

შესაბამისად, ჟურნალისტის მხრიდან კონკრეტული პირების კომისიის წევრებად მოხსენიება სრული აბსურდია, არ შეესაბამება სინამდვილეს და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი კარგად არის ცნობილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, აღნიშნული სიუჟეტი ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ასევე გამოიყენა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის. ამავე არხის ეთერში მან გაიმეორა რეპორტაჟის ნარატივი და განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ კომისიის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა. აქვე მან გაავრცელა მეორე სიცრუე, თითქოს კომისიების შემადგენლობაში „ქართულ ოცნებას“ 8 წევრი ჰყავს. ცხადია, არარსებული კომისიის არარსებულ წევრებზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, კონკრეტული პოლიტიკოსები კი ამ გზით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენას.

პარლამენტის არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიზნით სრული დატვირთვით მუშაობს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა მხარის ჩართულობას და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ამიტომ, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს - პოლიტიკოსებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს - ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში”,- აღნიშნულია განცხადებაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი