უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 მაისი, 2019 16:10
font-size

არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ

ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს თეა წულუკიანმა და „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.

„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას. რეაბილიტაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან ჩვენ 130 პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმარებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს, რაც ხელს შეუწყობს მასტიგმატიზებელი ნიშნებისაგან გათავისუფლებას და მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

ყოფილ პატიმრებს სხეულზე გაკეთებული ნახატები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხელს უშლის საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, მათ უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულნი, განიცდიან დისკომფორტს. სწორედ ამის გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან საგრანტო პროგრამის საშუალებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს ტატუს მოცილების უფასო სერვისს სთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა.

წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს.

ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამაში ჩართულნი არიან ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები.

კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში - კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

7 დეკემბერი, 2019 , 13:30

ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია აქვს დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა. დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „ს

დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ

7 დეკემბერი, 2019 , 12:55

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომი

ქუთაისში აქცია დასრულდა

6 დეკემბერი, 2019 , 16:40

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ქუთაისის მერიის შენობის წინ შეკრებილებს სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს გაიმართა მშვიდ

ოპოზიცია ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავს

6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და აღმაშენებლის მოედანზე, ქუთაისის მერიასთან დასრულდება, სადაც აქცია გაიმართება და ლიდერები განცხადებ

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს

5 დეკემბერი, 2019 , 12:25

ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებ

„დროშა ვერ დაკიდენ“ - ქუთაისის მერია დროშის აღსამართად ტენდერს მეხუთედ აცხადებს

4 დეკემბერი, 2019 , 16:50

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე, #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ ნაჩუქარ დგარზე ეროვნული დროშის აღსამართად ტენდერი (NAT190022000) მეხუთედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49, 959 ლარია. ბოლოს, 18 ივლისს მეოთხეჯერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`