უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 ნოემბერი, 2017 12:20
font-size

არასრულწლოვანს არავინ არ დახვედრია - უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა უპასუხა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის ბრალდებებს, რომ მისი 11 წლის შვილი ნიკოლოზი და მისი თანმხლები დაცვის სამსახურის თანამშრომელი ბორისპოლის აეროპორტში უმიზეზოდ დააკავეს.

სლობოდიანის განმარტებით, ნიკოლოზ სააკაშვილს არავინ არ დახვედრია აეროპორტში, რის გამოც დააყოვნეს აეროპორტში. არასრულწლოვნის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი მაშინ გააფორმეს, როცა მის წასაყვანად მიხეილ სააკაშვილი მივიდა.

„ნამდვილად, 10 ნოემბერს, 18:30-ზე ბორისპოლის აეროპორტში თბილისის რეისით ჩამოვიდა არასრულწლოვანი მოქალაქე - უკრაინის არარეზიდენტი პირი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის შვილი. სამწუხაროდ, ბავშვს არავინ არ დახვედრია ახლო ნათესავებიდან ან სხვა უფლებამოსილი პირებიდან. მას შემდეგ, რაც აეროპორტში მივიდა აღნიშნული მოქალაქის მამა (დაახლოებით 20 საათზე), მესაზღვრეებმა გააფორმეს არასრულწლოვნის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, როცა დარწმუნდნენ, რომ შვილი მამას შეხვდა“, - დაწერა სლობოდიანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

რაც შეეხება დაცვის თანამშრომელს, რომელიც ნიკოლოზ სააკაშვილს ახლდა, სლობოდიანს არ დაუზუსტებია, რატომ არ შეუშვეს ის უკრაინაში.

შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვედრზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მისი 11 წლის ვაჟი და მისი თანმხლები პირი ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს. ოდესის ექს-გუბერნატორმა დაწერა, რომ ისინი ახსნა-განმარტების გარეშე 2 საათი გაატარეს ცალკე ოთახში მიუხედავად იმისა, რომ საბუთები წესრიგში ჰქონდათ.

ანა მებურიშვილი

საფრანგეთის მთავრობა გადადგა

3 ივლისი, 2020 , 15:00

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ედუარ ფილიპის განცხადება გადად

სომხეთი: კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილი 10 პაციენტი

3 ივლისი, 2020 , 12:55

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია ათი პაციენტი. 3 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანას სულ 27 320 ინფიცირებული და 469 გარდაცვლილი ჰყავს. დღემდე ვირუსი

გერმანია: კორონავირუსის 503 ახალი შემთხვევა, 9 გარდაცვლილი

2 ივლისი, 2020 , 11:30

გერმანიაში კორონავირუსის 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 195 228-მდე გაიზარდა. გერმანიაში კოვიდ 19-ს კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 8 994-ს მიაღწია. ცნობი

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

2 ივლისი, 2020 , 10:55

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2 ივლისიდან აუქმებს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის

აშშ: კორონავირუსის 52 898 ახალი შემთხვევა, 706 გარდაცვლილი

2 ივლისი, 2020 , 10:55

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 898 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირე

თურქეთი: კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა, 19 გარდაცვლილი

2 ივლისი, 2020 , 10:30

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 201 098-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 5150 შეადგინა, მათ შორის ბოლო დღე-ღამეში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე