უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მაისი, 2019 16:15
font-size

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა და მას იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, განიხილეს ანგარიში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, განრიდებულ არასრულწლოვანთა მახასიათებლების ზოგადი კვლევა და განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2016-2018 წლებში ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელთა შედეგად ბოლო წლებში გაიზარდა არასრულწლოვანთა მიმართ დევნის ალტერნატიული მექანიზმის - განრიდების გამოყენების მაჩვენებელი, შემცირდა არასრულწლოვანთა დაკავების, მათ მიმართ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი დაბალია, რაც პროგრამის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

საქართველოს პროკურატურა განაგრძობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმირების პროცესს, სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის არ გამოყენებაზე ჯარიმა დაწესდება

1 ივნისი, 2020 , 16:00

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სისტემის მიერ დაწესებული რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე ახალი ჯარიმები დაწესდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. "დაავადებათა კონტროლის ხ

ტექნიკურ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდების ჩატარება გენერალური რეპეტიცია იყო ფინალური გამოცდებისთვის - ლევან კლიმიაშვილი

1 ივნისი, 2020 , 14:59

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, პანდემიის პირობებში, უმოკლეს პერიოდში შეძლო სასწავლო პროცესი ელექტრონულ ფორმატში გადაეტანა. შექმნილ სიტუაციაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, რასაც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს ღამის 12 საათამდე მიიღებენ

1 ივნისი, 2020 , 14:40

1-ლი ივნისიდან იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებლებს 09:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იუსტიციის სახლის ყველა პროდუქტი, მათ შორის, სერვისები დაჩქარე

ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა - გიორგი გახარია

1 ივნისი, 2020 , 14:40

დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდგომ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია, ფაქტია,

საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი - გიორგი გახარია

1 ივნისი, 2020 , 14:20

ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი, პირველი - დავიცვათ წესები, მეორე -ვატაროთ ნიღბები. ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმ

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ covid-19-მდე ჰქონდათ - გიორგი გახარია

1 ივნისი, 2020 , 14:20

ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის და გადაკეტვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!