უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

6 თებერვალი, 2019 10:46
font-size

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით 116 პირია მხილებული

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე, არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა. - ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთაგან:

* 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137-ე მუხლი);

* 2 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი);

* 24 - გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი);

* 86 - 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში (სსკ-ის 140-ე მუხლი).

არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას.
მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც თებერვლიდან პილოტურად ამოქმედდება და რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში განხორცილებული ღონისძიებების შედეგ

ფონიჭალაში ნარკორეალიზების ბრალდებით 11 პირი დააკავეს

23 სექტემბერი, 2020 , 12:20

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპ

საბაჟო საზღვარზე 35 000 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობების მალულად გადმოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

23 სექტემბერი, 2020 , 10:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის

ქუთაისში, სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაშ

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენების გადასინჯვისა და კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი. გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.