უკან

სამართალი

30 ივნისი, 2017 16:45
font-size

არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის მცდელობაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს მთავარმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, არასწრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ბრალდებული ირანის მოქალაქის მიმართვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პროკურატურის განცხადებით, უწყება თავისი მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმებებს არ აფორმებს.

„ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ჰ.ფ.ქ-ს მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში. ბრალდებულმა ჰ.ფ.ქ-მ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მომართა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მისი ბრალდების საქმეზე, რაც გახლავთ ბრალდებულის უფლება. საქართველოს მთავარი პროკურატურა ცალსახად აცხადებს, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

საკვანძო სიტყვები:

პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცნობითი შეხვედრები ჩატარდა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ფ.შ. განსაკუთრებით დიდი

სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო

გორში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძ

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მც

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ჩანაწერითაც დაინტერესდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

მთავრი პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერითაც დაინტერესდება. “უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს, რო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`