უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 იანვარი, 2017 18:45
font-size

არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ბრალდებულ მანდატურს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ყოფილ მანდატურს კ. ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან - ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ნინო ექვთიმიშვილი

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 ოქტომბერი, 2019 , 14:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

12 ოქტომბერი, 2019 , 10:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხაშურში, ოჯახის წევრის მიმარ

პოლიციამ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

12 ოქტომბერი, 2019 , 10:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993

მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

11 ოქტომბერი, 2019 , 16:20

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯ.ა. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს. „სას

მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

11 ოქტომბერი, 2019 , 15:45

ორხევში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულის თქმით, კონფლიქტი ფინანსური და

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის რვა პირი, მათ შორის ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა

11 ოქტომბერი, 2019 , 15:20

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავა – მათ შორის 5 ნარკორეალიზატორია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხ