უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აპრილი, 2018 12:15
font-size

არასრულწლოვნების გარყვნა ხდება ამ კლუბში და ეს არ უნდა დავუშვათ - მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი იმ ღამის კლუბების მიმართ რეაგირებას ითხოვს, სადაც, მისი ინფორმაციით, არასრულწლოვნებს კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ.

„SOS!..

ე.წ. ღამის კლუბების გასაგონად... ამ ეტაპზე კონკრეტული დასახელებისაგან თავს შევიკავებ... თუ ამ გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყვება, აუცილებლად გამოვაქვეყნებ კლუბის სახელწოდებასა და მეპატრონესაც, რომლებიც არასრულწლოვნებს, ყოველგვარი ,,ფეისკონტროლის" გარეშე უშვებენ და კლუბურ ნარკოტიკებს სთავაზობენ...

17 მაისის აქცია მოენატრებათ, ისეთი ფაქტის წინაშე დავაყენებ!..“, - დაწერა კოლხმა ფეისბუკზე.

როგორც მან ჟურნალ „რეიტინგს“ განუცხადა, ამის შესახებ შვილებისგან შეიტყო. სასულიერო პირი საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს, თუკი შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული.

„ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბიდან დამირეკეს და მითხრეს, შენი შვილის მეგობრები კლუბში არაფხიზელ მდგომარეობაში ერთობიან და ისეთ მდგომარეობაში არიან, გვეშინია, ეს გართობა ფატალურად არ დასრულდესო. მოვედი სახლში და ბავშვებს ვკითხე, მათი ის მეგობრები იღებდნენ თუ არა ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ მომატყუეს, შეეშინდათ... როცა ამას მივხვდი, მკაცრად დაველაპარაკე შვილებს და აღმოჩნდა, რომ თბილისში არის კლუბები, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს თავისუფლად ყიდიან და არასრულწლოვან ბავშვებს უშვებენ კლუბში. ამაზე მქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია, ჯერჯერობით გაფრთხილებას ვაძლევ იმ კლუბის ხელმძღვანელობას და ამ პრობლემის გადაჭრა დროულად თუ არ მოხდება, პირობას ვდებ, მრევლთან ერთად აქციებს გავმართავ ამ კლუბთან. არასრულწლოვნების გარყვნა ხდება ამ კლუბში და ეს არ უნდა დავუშვათ“, - უთხრა მამა პეტრემ ჟურნალ რეიტინგს.

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

8 აპრილი, 2020 , 19:22

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს. ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილ

ანიმაცია დაზოგვის თემაზე - ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად ყველაზე პატარებს საგანმანათლებლო ვიდეოს წარუდგენს

8 აპრილი, 2020 , 18:42

ყველაზე პატარებისთვის ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი, დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ფონდი კრი

საქართველოს ეროვნული ბანკი COVID-19-თან დაკავშირებით საგანგებო ღონისძიებებს განაგრძობს

8 აპრილი, 2020 , 17:47

საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19-ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძო

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩებიან

8 აპრილი, 2020 , 17:25

საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოებ

მთავრობას კარანტინის პროგრამისთვის 6 568 სასტუმრო ოთახი აქვს მობილიზებული - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 17:05

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, კარანტინში 4682 ადამიანი იმყოფება და ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში არიან განთავსებულები. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომ

გადაიყვანენ თუ არა გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს კარანტინში

8 აპრილი, 2020 , 16:05

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მათ კარანტინში გადაიყვანენ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`