უახლესი ამბები
- 11.12.2019 23:38მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - „ევროპული საქართველო“
- 11.12.2019 23:18გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ
- 11.12.2019 22:58ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ
- 11.12.2019 22:42ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან
- 11.12.2019 22:21სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ
- 11.12.2019 17:43არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება - გიგი უგულავა
- 11.12.2019 17:30„წარმატება საქმის სიყვარულს მოაქვს, პირობების არქონა კი ხელს ვერ შემიშლის” - ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტის ისტორია
- 11.12.2019 17:15„თავისუფალი საქართველოს“ იურისტებმა მორიგ შრომით დავაში გაიმარჯვეს
- 11.12.2019 17:05ნატო ჩხეიძე: ვინ რა მიიღო და რაში მიიღო ამ დაჯილდოებისას, რომ გითხრათ, ბევრი მოსაყოლიც არაფერია
- 11.12.2019 16:20ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში - კარლ ჰარცელი
არქივი
პოლიტიკა


არასწორად მოაზროვნე უნდა ვიყო, რომ ახლა მე მარგველაშვილს ველაპარაკო პოლიტიკური პარტიის შექმნაზე- დავით უსუფაშვილი
რესპუბლიკური პარტიის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია შეუქმნას.
ამის შესახებ უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ იგეგმება მომავალში დავით უსუფაშვილი ვიხილოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი ოპოზიციური ძალის სათავეში, ან ხომ არ იმოქმედებს დავით უსუაფშვილი პრეზიდენტთან ერთად?
„ბიძინა ივანიშვილს აქვს თუ არა სურვილი რომ „ოცნებას“ შეუქმნას ოპოზიცია თავისივე შექმნილი , მე არ გამოვრიცხავ ამას. არათუ გამოვრიცხავ, თითქმის მჯერა, რომ მას ასეთი სურვილი ალბათ აქვს. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან ფართო გაქანება. მან ეს დაამტკიცა თავისი მოქმედებებით. მაგრამ ერთი რამე არის ძალიან მკაფიო და ნათელი, რომ მე ბიძინა ივანიშვილის გეგმების მიხედვით ჩემს წინ პოლიტიკური ცხოვრება რომ დამენახა, მაშინ ამას მარტივი ფორმით მოვახერხებდი“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, უსუფაშვილის თქმით,ის არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის უმთავრესი ძალა, მისი წონა, როლი და ფუნქცია სახელმწიფო სისტემაში არის, მისი პოლიტიკური ნეიტრალობა.
„მე ისევ უნდა ვიყო ამ ქვეყნის დამაქცევარი, ანუ არასწორად მოაზროვნე, რომ ახლა მე მარგველაშვილს ველაპარაკო იმაზე, რომ მოდი პოლიტიკური პარტია შევქმნათ და შენ ამ თამაშში ჩაები და სხვა. მე მასთან ამ თემაზე არანაირი საუბარი არ მქონია. მე მასთან სიამოვნებით ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მომავალზე ვისაუბრებდი“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - „ევროპული საქართველო“
11 დეკემბერი, 2019 , 23:38

„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება
11 დეკემბერი, 2019 , 16:20

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
11 დეკემბერი, 2019 , 14:40

მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული - სალომე ზურაბიშვილი
11 დეკემბერი, 2019 , 14:15

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს
11 დეკემბერი, 2019 , 12:35

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
10 დეკემბერი, 2019 , 22:02