უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
- 19.04.2024 12:33პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- 19.04.2024 11:13მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
არქივი
ეკონომიკა
არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ იყვნენ კანდიდატები, ცესკო-ს დღევანდელ კენჭისყრაში არ მივიღებ მონაწილეობას - თამარ ჟვანია
ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ის არ მიიღებს მონაწილეობას ცესკო-ს დღევანდელ სხდომაში, რათა ცესკო-ს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.
„სხდომაში დღეს არ მივიღებ მონაწილეობას. კანონით არის გათვალისწინებული, რომ სხდომაში მონაწილეობა და ხმის მიცემა შემიძლია, მაგრამ არათანაბარ მდგომარეობაში რომ არ იყვნენ კანდიდატები, არ წავიყვან დღევანდელ სხდომას და კენჭისყრაშიც არ მივიღებ მონაწილეობას“,- აღნიშნა ჟვანიამ.
გარდა ამისა, სხდომაში არ მიიღებს მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირთაძე.
„სხდომა არის ფორმალური. ხელისუფლებას უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი. სხდომაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ“,- განაცხადა კირთაძემ.
ცესკო დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება, ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.