უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 თებერვალი, 2020 16:55
font-size

არავის დანდობა არ იქნება - ივანე მაჭავარიანი

100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების საქმეზე დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არის უამრავი ქონება უძრავი და მოძრავი დაყადაღებული, აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თაღლითობის ფაქტი დაფიქსირდა, 150-ზე მეტი შემოწმება დაიგეგმა შემოსავლების სამსახურის მიერ.

„არიან ყოფილი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, ყოფილი რამდენიმე ძალოვანი. არავის დანდობა არ იქნება, ვისზეც გამოძიება გავა, აბსოლუტურად ყველა დაისჯება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კითხვაზე, სმენია თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით ფარცხალაძის გვარი, მაჭავარიანი აცხადებს, რომ მხოლოდ მედიიდან.

„საერთოდ იცოდეთ, რომ დღგ – ეს ფიქტიური აქტივები, ამ ქვეყანაში რაც დღგ არსებობს, სულ იყო. დღესდღეობით ევროკავშირში წლიურად დაახლოებით 150 მილიარდი ევრო იკარგება დღგ-ს სხვადასხვა სქემების ფარგლებში. ეს არის საკმაოდ რთული და რისკიანი პოზიცია. აღმოჩნდა ხვრელები, რომლებიც გამოიყენეს ბოროტად. ამაზე სწრაფი და მყისიერი რეაქცია მე არ ვიცი. ბუნებაში რატომ ხდება თაღლითობა თუ მეკითხებით, ბუნებაში თაღლითობაც ხდება სამწუხაროდ, მკვლელობაც და უამრავი დანაშაულიც. გამოძიების შედეგად დაყადაღებულია ქონება, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბოლო გამოძიებამ ეს ბოლო კაპიკამდე ამოიღოს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.

ოპერატიული ინფორმაციით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა - ვახტანგ გომელაური

9 აპრილი, 2020 , 15:55

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციის მხრიდან ძალადობა არ მომხდარა. „ სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება,

გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა - ვახტანგ გომელაური

9 აპრილი, 2020 , 15:25

“გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა რაღაც რომ მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ საქმეს, ამის პრობლემა არ გვაქვს,” - ამის შესახებ შინაგან

შედგა თუ არა კომპრომისი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის? რამდენჯერმე გავეცი ამ კითხვაზე პასუხი და აღარ გავცემ - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 15:25

რამდენჯერმე გავეცი ამ კითხვაზე პასუხი და აღარ გავცემ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ

შევჯერდებით ისე, რომ კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესია - ვახტანგ გომელაური

9 აპრილი, 2020 , 15:10

„ალბათ, შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია,” - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ვიზიტის შემდეგ ჟურნალ

ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელიც იქ, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან - გიორგი გახარია

9 აპრილი, 2020 , 14:45

ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური და

ნატო ჩხეიძე: იყოს, იყოს და გაისმოდეს ეს “თერმოსკრინინგი”, მით უფრო “პროაქტიური” თუა...

8 აპრილი, 2020 , 18:55

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს: „სერიიდან: იყოს, ისმოდეს... ტრიბუნიდან , რომელსაც აწერია შტოპჩოV.გე რომ მოისმენ ასეთ ფრაზას: “...საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`