უკან

საზოგადოება

28 იანვარი, 2020 16:25
font-size

„არავის მივცემთ უფლებას შანტაჟის გზით წაიღოს თუნდაც ერთი კვადრატული!“- `ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, აქციები, რომლებსაც ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ საერთო შემადგენლობიდან გამოყოფილი მცირე ჯგუფი აკეთებს ,,ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულის სტატუსით და დაზარალებულების სახელით, არანაირ კავშირში არ არის ამხანაგობის მიზნებთან და პოზიციასთან.

როგორც ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია აღნიშნული, „ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ ოლია ახალაია აცხადებს, რომ ამხანაგობის დაზარალებულთა აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია განახლდეს მშენებლობა და მიიღონ საკუთარი ქონება.

„ამ მიზნისთვის „ოლიმპიურის“ სტაფთან ერთად, მერიის ხელშეწყობით შევქმენით ახალი პროექტი, ობიექტზე შემოდის ინვესტორი. მიმდინარეობს აქტიური საინვესტიციო პროცესი, რომელიც ჩვენი ქონების დაბრუნების ერთადერთი გზაა.

ქალბატონი, დალი ჩანტლაძე, რომელმაც სოლიდური თანხის საფასურად დაიქირავა ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და ამ საინვესტიციო პროცესში მართავს აქციებს თითქოსდა ჩვენი ინტერესების დასაცავად, წლებია წარუმატებლად იბრძვის „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებარე ობიექტისა და ამხანაგობის თავმჯდომარის პოსტის ხელში ჩასაგდებად, მოსახლეობიდან, ჩვენგან დამატებითი თანხებისა და ფართების გამოძალვის მიზნით.

მის წინააღმდეგ, ათობით დაზარალებული მობინადრის კოლექტიური განცხადების საფუძველზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. იკითხებიან მოწმეები. გამოძიებას გადავეცით მტკიცებულებები, საიდანაც ნათლად იკვეთება, რომ ამ ქალბატონმა ჩვენი პრობლემა საკუთარი შემოსავლის წყაროდ აქცია, მოსახლეობისაგან, სხვადასხვა ღონისძიებების მომიზეზებით, აკრეფილი აქვს ათობით ათასი ლარი, რომელსაც სავარაუდოდ, ითვისებდა და ითვისებს დღესაც.

ამჟამინდელი აქციების მიზანიც ნათლად იკვეთება. ის აშანტაჟებს ამხანაგობის პატიმრობაში მყოფ თავმჯდომარეს, სხვა დამფუძნებლებს და იმედოვნებს გაჩუმების ფასად მიიღოს დამატებითი ფართები ახლადშემნილი პროექტიდან!

დაზარალებულების აბსოლუტური უმრავლესობის სახელით ვაცხადებთ, რომ ახალი პროექტი შექმნილია მშენებლობის განახლებისა და ასობით ოჯახის დაკმაყოფილების მიზნით და არავის მივცემთ უფლებას შანტაჟის გზით წაიღოს თუნდაც ერთი კვადრატული! ან გამოძალვის მიზნით დააშანტაჟოს ინვესტორი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გამოძიება მალე დადებს სამართლებრივ შეფასებას და ქალბატონს , რომელიც წლებია დაუფარავად მოქმედებს ამხანაგობის ინტერესების საზიანოდ საკადრისი სამართლებრივი პასუხი გაეცემა“, - ნათქვამია ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურასთან, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობით დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ადგილი ჰქონდა ჯგუფურ თაღლითობას და საქმეში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

სასკოლო კრებებზე დაუშვებელია კონკრეტული მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვა - სახელმწიფო ინსპექტორი

20 სექტემბერი, 2020 , 11:45

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონ

„კანონში კომუნიკაციების შესახებ“ დაჩქარებულად მიღებული ცვლილებები დემოკრატიის განვითარებისთვის ცუდი ნიშანია - დანილ მიტოვი

20 სექტემბერი, 2020 , 11:23

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. საქართველოს კომუნიკაციების კომისიის სახელი ფართო საერთაშორისო აუდიტორიის

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარას, 30 კი თბილისს უკავშირდება

20 სექტემბერი, 2020 , 11:11

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება. „დაგვემატა 196 ა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20 სექტემბერი, 2020 , 10:34

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3502 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთ

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

19 სექტემბერი, 2020 , 17:54

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღ

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა სამუშაო ადგილებია და ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2020 , 17:21

საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები და ამ პრობლემას, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზეც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, სახელმწიფო, თავის სოციალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.