უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 აგვისტო, 2020 16:55
font-size

არჩევნები არის კონკურენცია, მოლაპარაკება, შეთანხმება და შეუთანხმებლობა - რომან გოცირიძე

„იმ მოვლენის დრამატიზება არ არის საჭირო, რომ შესაძლებელია, სადღაც კონკურენტები ვიყოთ,” – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენსთან დაკავშირებით განაცხადა.

„ოპოზიციას შორის უპრეცედენტო ისტორიული შეთანხმება მოხდა, როცა გამარჯვებას მივაღწიეთ და პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული, თბილისის ექვს ოლქში შეთანხმებული კანდიდატია დაყენებული. არჩევნებში ამაზე მეტს ოპოზიციას ნუ მოვთხოვთ. ჩვენ ახლა კონკურენტები ვართ, შემდეგ, როცა პარლამენტში შემოვალთ და კოალიციურ ხელისუფლებას შევქმნით, პარტნიორები ვიქნებით.

არჩევნები არის კონკურენცია, მოლაპარაკება, შეთანხმება და შეუთანხმებლობა. შესაბამისად, რაღაც მოვლენაზე წინააღმდეგობის გამოგონება არ შეიძლება. პროცესი ნორმალურად მიდის, კანდიდატებს რეგიონებში ჩვენც დავაყენებთ“, – აცხადებს გოცირიძე.

დეპუტატს მიაჩნია, რომ 30 ოლქიდან უდიდეს ნაწილში მეორე ტური გაიმართება. მისივე თქმით, იმ პარტიას, რომელიც მეორე ტურში გავა, მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა ექნება.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა.

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი