უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 დეკემბერი, 2018 14:55
font-size

არჩევნები გააყალბა ხელისუფლების იმ სტრუქტურებმა, რომლებსაც ევალებათ არჩევნების ჩატარება - ემზარ კვიციანი

„ნაციონალების“ სასარგებლოდ გაყალბდა არჩევნები და გააყალბა „ოცნებამ“, –განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კვიციანმა განმარტება პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ირმა ინაშვილმა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, გამოძიებით დაადგინონ, რამდენად რეალურია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიერ მიღებული ხმები.

„ქალბატონმა ირმამ აბსოლუტურად სწორად აღნიშნა ეს. 2 დეკემბერს ჰქონდათ აქცია „ნაციონალებს“, ეს იყო სარკე იმისა, რამდენი ამომრჩეველი ჰყავთ მათ და რამდენმა მისცა ხმა. ვერავის დავეთანხმები, რომ „ნაციონალებმა“ გააყალბეს, არჩევნები გააყალბა ხელისუფლების იმ სტრუქტურებმა, რომლებსაც ევალებათ არჩევნების ჩატარება. ვეთანხმები ირმა ინაშვილს, აუცილებელია ამის გამოძიება. გამოძიება აუცილებელია, რადგანაც არჩევნებზეა დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება. ხალხის არჩევანი უნდა იყოს ხალხის არჩევანი და არ უნდა ყალბდებოდეს. ამაზე დიდი აფერისტობა, თაღლითობა, ღალატი არ არსებობს, რომ არჩევნებს გაუყალბებ ხალხს.

რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ხელისუფლება გაყალბებაში? რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ხელისუფლება თუნდაც იმაში, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დააყენა, რომელიც არ იყო მისი კანდიდატურა. დამოუკიდებელი იყო, როგორც თავად ამბობენ. ხომ დავინახეთ, რომ ჩიხური მდგომარეობა შექმნეს შეგნებულად იმისთვის, რომ ვიღაცის დავალება შეესრულებინათ. ეს არის სახიფათო, რომ უცხოელები, ვისაც უნდა იმას მოგვიყვანენ ხელისუფლებაში. „ნაციონალების“ სასარგებლოდ გაყალბდა არჩევნები და გააყალბა „ოცნებამ“. ყველა ხედავს ამას“, – განაცხადა კვიციანმა.

მისი თქმით, „ქართულს ოცნებას“ არ სურს, ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალა „პატრიოტთა ალიანსი“ იყოს.

„მათი რჩეული არ იყო სალომე ზურაბიშვილი. მათ ვიღაცამ უთხრა, ეს გააკეთეთო. მათ არ აწყობთ ის, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ იყოს მეორე ძალა. მაშინ „პატრიოტთა ალიანსთან“ ისინი დამარცხდებოდნენ. ჩვენ რომ გვყოლოდა ჩვენი კანდიდატურა, თუნდაც ირმა ინაშვილი, გავიმარჯვებდით, თუ არ გაყალბდებოდა არჩევნები. დავალება აქვთ ასეთი მათ. ვისაც ევალებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაეცოცხლებინა, ხომ გააცოცხლეს? ძალით აცოცხლებენ. ამას ვაპროტესტებთ ჩვენ.

ჩვენ არ ვართ თავისუფალი ქვეყანა. ვისგან არის ეს მართული? აიღეთ ჩვენი მდგომარეობა აფხაზეთში. ეს გზა გამოვიარე, ამ ყველაფერში ვიხარშებოდი, ვხედავდი, ვინ იყო ჩვენკენ, რას აკეთებდა გაერო, ეუთო, ამერიკელები, რუსები, როგორ იყვნენ ერთმანეთში შეხმატკბილებულები, როგორ ერთმანეთში შეხმატკბილებულად წაგვართვეს ტერიტორიები და გადასცეს რუსეთს“, – განაცხადა კვიციანმა.

საკვანძო სიტყვები:

უნდა დაისაჯოს ყველა პირი ვინც შეწყალების კორუფციაშია ჩაბმული - კახა კუკავა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს ეხმაურება:მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია (რომელიც მისი წინამორბედებ

მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის - ეკატერინე მიქაბაძე

21 სექტემბერი, 2019 , 11:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრის მოადგილ

ეს არის შემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ებრძვის ეროვნულს - თემურ შაშიაშვილი

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს უყურებს, როგორც კარგ ბიზნესს რომელიც ქართულ ინტერესებს არ ითვალისწინებს და მომგებიანია მხოლოდ ამ ბიზნესის ინიციატორისთვის. „ვინც ამ

„ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“ - გიორგი გახარია

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. &bdquo

სალომე ზურაბიშვილი უცხოეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია - თემურ შაშიაშვილი

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტის გახმაურებულ შეწყალებებს ეხმაურება. „არ მსურს საუბარი ნიშნისმოგებით და არ ვეხები პრეზიდენტს, მაგრამ უნდა გავიხსენო ჩემი თხოვნა ხალხისადმი არჩევნების წინ: &b

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს