უახლესი ამბები
- 07.03.2021 23:17ნატო ჩხეიძე: გვარზე ხტომა ადვილია, სხვის ღირსებაზე და მით უფრო ქვეყნის ღირსებაზე გადახტომა ძნელია, ამიტომაც ვერ დაიძახებენ ივანიშვილები ჰოპლას
- 07.03.2021 21:02“ქართული ოცნება“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- 07.03.2021 16:44ბერამ არასასურველი კომენტარისთვის 2013 წელს ჯერონიმო და 4 მენტი მომიგზავნა - მუსიკოსი
- 07.03.2021 14:19„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
- 07.03.2021 13:24ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
არქივი
პოლიტიკა


არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესი არის შაბათ-კვირას, ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან, არამედ მაღალი შიდამიგრაციიდან - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას აზრით, უმჯობესია, არჩევნები შაბათ-კვირას დანიშნულიყო. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში იქნებოდა გათვალისწინებული არა მხოლოდ ემიგრანტების მდგომარეობა, არამედ ქვეყანაში არსებული მაღალი შიდამიგრაცია.
„მიმაჩნია, არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესი არის შაბათ-კვირას. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ ძირითადად სწორედ შაბათ-კვირას აქვთ, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდამიგრაცია და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა ხმის მისაცემად იქ, სადაც არიან რეგისტრირებული. ამის საშუალება კი, შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, რომ თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, კანონი იძლეოდა საშუალებას, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შაბათს ან კვირას დანიშნულიყო.
მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურის ოთხშაბათ დღეს დანიშნვა ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის აქტივობაზე.
„უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო უბნების რეალიზაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო შაბათს ან კვირას დანიშნულიყო. რამდენადაც ვიცი, კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, ეს ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს. უფრო მისასალმებელი იქნებოდა, არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს ჩატარდება.
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად - შალვა ნათელაშვილი
7 მარტი, 2021 , 15:53
„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
7 მარტი, 2021 , 14:19

ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
7 მარტი, 2021 , 13:24

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო
7 მარტი, 2021 , 12:57

არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები - ზაალ უდუმაშვილი
7 მარტი, 2021 , 11:56

პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება - მამუკა მდინარაძე
7 მარტი, 2021 , 11:07