უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2019 16:30
font-size

არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - გრიგოლ ვაშაძე

ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შს მინისტრი, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„რაც დღეს მოხდა, ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების საქართველოს ყველა მოქალაქის, პატრიოტი, თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდობისა და კონსოლიდირებული ოპოზიციის ბრძოლის შედეგი. მაგრამ საქართველო გადაიქცეს სრულფასოვან დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად, რომ გადაიქცეს, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შს მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერ-მინისტრის განკარგულება დაარღვია და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპეცსაშუალებები. თან ისე, რომ ამან საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს.

არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ეს არის საზოგადოების მოთხოვა და ამის დასტურია ავტომანქანების კოლონა, რომელიც ახლა შსს-სთან იმყოფება“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მეორე მოთხოვნაა აუცილებლად, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.

„აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე. სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი, რათა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები. ასეთი პრინციპით დაკომპლექტებული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, საზოგადოების გახლეჩილობას ვერ აღმოვფხვრით და ვერ დავამთავრებთ იმ პოლარიზებას, რომელიც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზე პასუხისმგებლობას - არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი, 2019 , 15:39

ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკ

ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ხვალ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისშიუმრავლესობის სხდომა გაიმართება. მისივე თქმით, სამწუხაროა იმ ოპონენტების პოზიცია, ვინც პარტია დატოვა, მაგრამ ეს მათი პირადი აზ

ჩემთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება - `ქართული ოცნების` წევრი ნინო წილოსანი თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, თავის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს. "მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გუშინ მხარი არ დაუჭი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული

პროცედურები იძლევა საშუალებას, რომ კონსტიტუციური პროექტი განსახილველად დაბრუნდეს - ოთარ დანელია

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

პროცედურები იმის საშუალებას იძლევა, რომ კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, გუ

ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა, ზვიად ძიძგურმა განაცხადა. როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, „კონსე