უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 ოქტომბერი, 2018 17:45
font-size

არჩევნების კონტექსტში დესტაბილიზაცია იგეგმება - მამუკა არეშიძე

არჩევნების კონტექსტში დესტაბილიზაცია იგეგმება, თუ ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი არ დაიდება, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე და ამატებს, რომ ამგვარი არეულობის მოწყობა იგეგმებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან მყოფმა ადამიანებმა რუსთაველზე კარვების გაშლა მოინდომეს.

„არჩევნების წინ საქართველოში ყოველთვის ვრცელდება ინფორმაციები დესტაბილიზაციაზე. ხან აქვს ამ ინფორმაციას საფუძველი, ხან არა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამ ინფორმაციას გარკვეული საფუძველი აქვს და არა მხოლოდ დღევანდელი გადმოსახედიდან. კარგა ხანია, ასეთი ხმები მუსირებს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან მყოფმა ადამიანებმა რუსთაველზე კარვების გაშლა მოინდომეს, სამწუხაროდ, ჩემთვის მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ამ ადამიანების უბედურების გამოყენებას აპირებდა გარკვეული პოლიტიკური ძალა. დასახელებას არ დავიწყებ, მაგრამ ის, რომ არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა იყო ამ ორი ადამიანის უბედურებაზე აგებული, ეს მაშინაც ვიცოდი. კარვებთან დაკავშირებით ლაპარაკი იყო რაღაც ექსცესის მოწყობაზე – აფეთქება იქნებოდა ეს თუ სხვა, რათა ამას მოჰყოლოდა საზოგადოების შესაბამისი რეაგირება.

ახლა როგორც ინფორმაცია მომდის, ასეთი რამ არჩევნების კონტექსტში იგეგმება, თუ ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი არ დაიდება. ასეთი დეტალური ინფორმაცია თუ არის, ხელისფლებას მოეთხოვება, მაქსიმალური ნაბიჯები გადადგას, რომ ასეთი რამ აირიდოს. პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას არ გამოვრიცხავ, მაგრამ შს მინისტრის განცხადება ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ექსცესები თავიდან იქნას არიდებული. ვთვლი, ისეთი ტიპის ინფორმაცია დაგროვდა, რომ უკვე საჭიროა უფრო აქტიური პრევენცია. მე რეპრესიებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პრევენციას, რომელიც გულისხმობს გაფრთხილებას, რომ სიტუაცია არ დაიძაბოს“, განაცხადა მამუკა არეშიძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2018 , 14:55

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტე

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - ზაზა გაბუნია

14 ნოემბერი, 2018 , 14:35

ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუ

ამ არჩევნებზე საკუთარ მოვალეობებს ყველაზე უკეთ თავი ცესკომ გაართვა - ზვიად აბაშიძე

14 ნოემბერი, 2018 , 13:35

ანალიტიკოს ზვიად აბაშიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციური ძალებისთვის ეს არჩევნები მომდევნო სააპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევის გენერალურ რეპეტიციად იქცა, ხოლო მმართველი გუნდისთვის, საკუთარი ლეგიტიმურობის დამტკიცების ერ

საბანკო სექტორში რეგულაციების გადავადება შესაძლებელია, თუმცა, ეს ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია - ირაკლი კოვზანაძე

13 ნოემბერი, 2018 , 21:59

რეგულაციები საბანკო სექტორში აუცილებელია, თუმცა, შესაძლებელია მათი გადავადება, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით ,ეროვნული ბანკის მიერ ახა

ნამდვილად შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ - ირაკლი კობახიძე

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლ

მუქარის საქმეებთან დაკავშირებით, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს - ირაკლი კობახიძე

13 ნოემბერი, 2018 , 13:50

რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარიმართოს გამოძიება მუქარის საქმეებთან დაკავშირებით,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გ