უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
13 ნოემბერი, 2017 13:45
არჩევნების მეორე ტურში ექვსივე ოლქში 35 საჩივარი დაიწერა
არჩევნების მეორე ტურში ექვსივე ოლქში 35 საჩივარი დაიწერა, - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისას.
მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი საჩივარი ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა.
“საჩივრების შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს. ამ დროისათვის ექვსივე ოლქში 35 საჩივარი დაიწერა. საჩივრების უმრავლესობაში მოთხოვნაა, კომისიის წევრებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის ერთეული შემთხვევებიც, სადაც არის განსხვავებული მოთხოვნები და კომისია, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანზე იმსჯელებს. 35 საჩივრიდან, ყველაზე მეტი, 14 საჩივარი შესულია ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი