უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 აგვისტო, 2020 15:40
font-size

არჩევნების შედეგებით, ქართველი ამომრჩეველი ბევრს არაფერს უნდა ელოდოს - გიორგი გობრონიძე

დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ძალიან პასიურია, შედეგად გვექნება ისევ ტრადიციული ქართული არჩევნები - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ ისაუბრა.

იგი ოპოზიციურ პარტიებს პასიურობაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ საქართველოში მოახლოებული არჩევნები ქვეყანაში ბევრს ვერაფერს შეცვლის. მისი მტკიცებით, ქართველი ამომრჩევლისთვის და პოლიტიკური ძალებისთვისაც დღის წესრიგში მთავარი თემა ისევ არჩევნების ფორმაა და არა შინაარსი - „ჩვენ გვაკლია პოლიტიკური დებატები, პარტიების პროგრამები, მაგრამ ჭარბად გვაქვს პოპულიზმი“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნების შედეგებით, ქართველი ამომრჩეველი ბევრს არაფერს უნდა ელოდოს.

„ერთ მხარეს იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, იკვეთება მცდარი ნარატივები, რომელიც არ არის მიმართული კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე. ჯამში, ჩვენ ვხედავთ ისევ ტრადიციულ წინასაარჩევნო კამპანიას. ოპოზიციურ ძალებს უჭირთ კონსოლიდაცია, გავიხსენოთ თუნდაც ის, რა დრო და ძალისხმევა დასჭირდა საერთო კანდიდატებზე ჩამოყალიბების პორცესს. პოლიტიკური პროცესი იქნება ეფექტური, თუ ოპოზიცია იქნება უფრო ძლიერი, მაგრამ მე დღეს, რეალურად ვერ ვხედავ კონკრეტულ კონცეფციებს, იდეებს და პროგრამათა დაპირისპირებს პროცესს,“ - ამბობს გობრონიძე.

პროფესორის მტკიცებით, ჯანსაღ წინასაარჩევნო პროცესში პოლიტიკურ ძალებთან ერთად პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება, ოპოზიციის სისუსტესა და არაკონსოლიდირებულობაში გარკვეული წვლილი საზოგადოებაზეც მოდის.

„ეს არ არის ის ხარისხი, რაც რეალურად სჭირდება სახელმწიფოს იმისთვის, რომ განვითარდეს და შედგეს როგორც წარმატებული სახელმწიფო და კონსოლიდირებული დემოკრატია. დაკვეთა და ინტერესი უნდა მოდიოდეს ამომრჩევლისგან, შედეგად კი ოპოზიციური აქტორები ისევ აპელირებენ მხოლოდ ღირსეული კანდიდატის წარდგენაზე და არა კონკრეტულ წინადადებებსა და პროგრამებზე, „ - ფიქრობს გიორგი გობრონიძე.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ივნისისა და ივლისის თვეებში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, თუ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების დროს - 42% აცხადებს, რომ პარტიის ან კანდიდატის პლატფორმა, მხოლოდ კანდიდატს უპირატესობას მხოლოდ 21% ანიჭებს, 18%-სთვის მნიშველოვანია პარტია, გამოკითხულთა 13%-ს კი ამ გადაწყვეტილების მიღებისას პარტიის ან კანდიდატის დაპირება ეხმარება.

ასევე, კითხვაზე, იცნობენ თუ არა იმ პარტიის ან კანდიდატის საარჩევნო პროგრამას, რომელიც მათ რეგიონში იყრის კენჭს, 41% პასუხობს, რომ ნაწილობრივ იცნობს, 22% საარჩევნო პროგრამას გაკვრით იცნობს, 20% საერთოდ არ იცნობს, ხოლო გამოკითხულთა 16% ძალიან კარგად იცნობს.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა. კვლევამ საქართველოს 1500 მოქალაქე მოიცვა. კვლევის ცდომილება პლუს/მინუს 2,5-ია.

ბოკუჩავა თურნავას: ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მოსახლეობა

რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს - გიორგი ვაშაძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის გ

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს. ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო

„ჩვენი საქართველო` ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს, პასუხს კიდევ ერთხელ სთხოვს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავათ, თურნავამ კომპანია „ელგ

კაპანაძე თურნავას: როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ის მონაცემი, რაც მოიყვანა მინისტრმა არის ტყუილ

სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

18 სექტემბერი, 2020 , 12:25

სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც არის ჩვენი მყარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზ