უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 სექტემბერი, 2017 20:50
font-size

არჩევნებს იგებს ხალხი და არა ადმინისტრაციული რესურსი, ამის მაგალითი 2012 წელის პირველი ოქტომბერია - თეა წულუკიანი

,,მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა კანდიდატს ყველა პარტიიდან, ასევე, მოვუწოდო მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს, იმ ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებს, რომლებიც, გარდა ოპოზიციური პარტიების კანდიდატობისა, არიან პარლამენტში თანამდებობებზე და ხელი მიუწვდებათ ადმინისტრაციულ რესურსზე, რომ გამიჯნონ სახელმწიფო და პარტია ერთამანეთისგან. გამიჯნონ ერთმანეთისგან ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს და ხალხს და არა რომელიმე პარტიას და ამით შექმნან ერთმანეთში კონკურენტული გარემო.

ჩვენ უნდა გავიხსენოთ 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, როდესაც კანდიდატების წინააღმდეგ ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა, ერთმანეთში იყო აღრეული სახელმწიფო და პარტია, მაგრამ ხალხმა მაინც მოახერხა და თავისი სწორი არჩევანი დააფიქსირა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არასოდეს აქვს ხოლმე დიდი მომავალი, არც ამ შემთხვევაში ექნება, თუკი რომელიმე მმართველი პარტიის ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მაინც გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. თავისუფალი არჩევნების დღეს არჩევანს აკეთებს ქართველი ხალხი და მივცეთ ხალხს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება. ეს არის ჩემი საჯარო მოწოდება ყველა კანდიდატისადმი, განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტებში, აიპებში და გამგებლების დონეზე,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებისას.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი