უკან
პოლიტიკა
13 ნოემბერი, 2018 15:25
არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის გამო „ევროპული საქართველოს“ ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა
„ევროპული საქართველოს“ ვარკეთილის ორგანიზაციამ პარტია სრული შემადგენლობით დატოვა.
ვარკეთილის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, აკაკი ველთაურის განმარტებით, პარტიის დატოვების მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდაჭერაა.
„მე არ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არც მინდოდა ამ პარტიაში ყოფნა. აქედან გამომდინარე, გუნდში გვქონდა კონსულტაციები, განვიხილეთ ეს საკითხი და ერთობლივი გადაწყვეტილებით დავტოვეთ პარტიის რიგები”, – განუცხადა ველთაურმა პირველ არხს.