უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 სექტემბერი, 2016 12:30
font-size

სასამართლომ არმაზ ახვლედიანის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის #69-ე ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის შუამდგომლობა ბათუმის საკრებულოს ერთ-ერთი განკარგულების შეჩერების თაობაზე.

როგორც არმაზ ახვლედიანი განმარტავს, ის იმ განკარგულების შეჩერებას ითხოვდა, რომლის საფუძველზეც ბათუმში მისი საარჩევნო ბანერი ჩამოხსნეს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ განკარგულების შეჩერების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ჩამოიხსნა ჩემი წინასაარჩევნო ბანერი. გამოსაცდელი ვადით გამწესებულმა მოსამართლე თავართქილაძემ მიიჩნია, რომ აღნიშნული განკარგულება არ მიაყენებს ზიანს და, რომ მისი შეჩერების გარეშეც შესაძლებელია ჩემი კანონიერი ინტერესების დაცვა.

მოსამართლე თავართქილაძე ასეთი უკანონო, თავხედური გადაწყვეტილებებით ცხადია, წარმატებით გაივლის გამოსაცდელ ვადას. ასეთი მოსამართლეების ხელში მართლმსაჯულება ,,ოცნების’’ ჯიბის უწყებად ყალიბდება და ჩაკეტილი, მოჯადოებული წრიდან ვერასდროს გამოვა,“- ამბობს არმაზ ახვლედიანი.

ნინო ექვთიმიშვილი

ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

12 ნოემბერი, 2025 , 12:20

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. „ადგილობრივი მკვიდრის მიმართ, რომელმაც რცხილას სახეობის საშეშე მერქანი

პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა

11 ნოემბერი, 2025 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ხ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შეს

Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

7 ნოემბერი, 2025 , 20:12

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Masterc

პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:17

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქ

საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

7 ნოემბერი, 2025 , 12:13

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა

29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ილია ჯალაღანიას წარმატებები უსურვა და ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის როლს რეგიო