უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 მარტი, 2018 16:40
font-size

არჩილ კაიკაციშვილი: კახა კალაძის გადაწყვეტილება აფრთხილებს ბიზნესს, რომ შეუძლებელია არაფერია

თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა თბილისის მერის, კახა კალაძის სწორი ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს ბიზნესის მიმართ და ეხმაურება კომპანიების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შეურიგებლობას. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, კახა კალაძის გადაწყვეტილებას აქვს საზოგადოებრივი, სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე. კალაძე, როგორც მმართველი პარტიის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მიღებული გადაწყვეტილებით ხაზსს უსმევს მისი გავლენების სფეროს და ამ პროცესში, ფრთხილ და დროულ ნაბიჯებს დგამს. კახა კალაძე კომპანია “C.T.PARK“-თან გაწყვეტილი ხელშეკრულებით, სრულიად პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გაწყვეტილი ხელშეკრულებაც მისი ერთ-ერთი მონაწილე მხარის - სახელმწიფოს მხრიდანაც იურიდიულად დასაბუთებულია. კახა კალაძე, მიღებული გადაწყვეტილებით საქმიან და პოლიტიკურ სფეროს მოღვაწეებს აფრთხილებს, რომ პრობლემების მიმართ გააჩნია გადაწყვეტის უნარი, პრობლემის მნიშვნელობის, მასთან დაკავშირებული ფაქტორებისა თუ გავლენიანი ჯგუფის ინტერესებთან ღია კონფლიქტში შესვლის მიუხედავად. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილი ფიქრობს, რომ თბილისის მერი ანალოგიურ პრინციპულობას გამოიჩენს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართაც, რომელიც აცხადებს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების მომზადებაზე მერიიდან მიღებული 2 მილიონი ლარის განკარგვაზე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული არ არის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია კომპანია “C.T.PARK“-თან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი წარიმართოს კანონისა და ვალდებულებების სრული დაცვით. კახა კალაძის, როგორც პოლიტიკოსის მოვალეობაა, ამ პროცესში მაქსიმალურად წარმოაჩინოს, თუნდაც არაკეთილსინდისიერი ბიზნესის უფლებების დაცვა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მთლიანად მოსაწესრიგებელია. საჭიროა ახალი რეგულაციები და სტანდარტები. ამასთან, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიმართ, ახალი რეგულაციების მიღებამდე დაკისრებული უფლებამოსილება, ვინაიდან არ მოხდეს იდენტური პრობლემების გამოწვევა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2014 წლიდან აქტიურად სწავლობდა თბილისის მერიასა და კომპანია “C.T.PARK“-ს შორის 2007 წლის 7 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების სამართლებრივ მხარეს და ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დადებული ხელშეკრულების ნაწილი ჯერ კიდევ საიდუმლოა.

პარლამენტის ქუთაისის შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრი განთავსდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, უწყება აღნიშნულ შენობაში პოლიციის რეგიონული ცენტრის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახა

ბოლივუდის მსახიობმა ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა

21 სექტემბერი, 2018 , 17:41

ბოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა მსახიობმა რიჩა ჩადჰამ ქართველი მესაზღვრე რასიზმში დაადანაშაულა. მსახიობმა უსიამოვნო ინციდენტის შესახებ ტვიტერზე დაწერა. „საქართველოს დატოვებისას სასზღვრო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შეხ

ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია - ამერიკელი მეცნიერი

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას გაეცნო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელმა მეცნიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლ

სტუ აკადემიური პროგრამების განვითარებას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს

21 სექტემბერი, 2018 , 17:35

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, დღეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრ

საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. საქართველოს ე

გიორგი ტყემალაძე აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან კახაბერ გულედანთან ერთად აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო ინფრაქტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`