უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 მაისი, 2018 14:05
font-size

არჩილ კაიკაციშვილი უზენაეს სასამართლოს - როლანდ ბლადაძის საქმეზე აღდგენილი კანონიერებით, მიეცით მომავალს სამართლიანობის შანსი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მნიშვნელოვანი, საეტაპო და ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას, რომელმაც არამხოლოდ ერთ დაზარალებულ ოჯახს უნდა დაუბრუნოს სამართლიანობის განცდა, არამედ საზოგადოებაში უნდა განამტკიცოს დარღვეული უფლებების აღდგენით კანონის უზენაესობის განცდა და სასამართლომ აჩვენოს სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი. სხვა შემთხვევაში, ქართული მართლმსაჯულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უმაღლესი ინსტანცია, ხელს შეუწყობს საზოგადოების უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, როგორც მთავრობის, ასევე სასამართლო სისტემის გაკოტრებით დამთავრდება. ამიტომაც, მინდა მივმართო უზენაეს სასამართლოს, როლანდ ბლადაძის საქმეზე აღდგენილი სამართლიანობით, მიეცით საზოგადოებას შანსი - აღნიშნულის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების მოლოდინების შეფასებისას განაცხადა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დაზარალებული როლანდ ბლადაძე ოჯახთან და საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მხოლოდ კანონიერ გადაწყვეტილებას და ქონებრივ უფლებებში აღდგენას მოელის. საქართველოს უზენაესს სასამართლოს დაზარალებულის უფლებებში აღდგენისთვის აქვს ყველა მტკიცებულება. შესაბამისად, საქმეს არავითარი სამართლებრივი პრობლემა არ გააჩნია და თავისუფალი ნების პირობებში, მოსამართლეებმა - ნინო ბაქაქურმა, ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა უნდა მიიღონ კანონის არსიდან, წარდგენილი მასალების საფუძველზე, კანონიერი გადაწყვეტილება - როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ერთადერთი საცხოვრებელი სახლი უნდა დაუბრუნდეს.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილება ტესტია, რამდენად გავქვს დამოუკიდებელი, თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა. სასამართლო არ უნდა ასოცირდებოდეს რომელიმე გავლენიანი პირის ან/და სახელმწიფო უწყების პოლიტიკურ განწყობებთან. შესაბამისად, როლანდ ბლადაძის ქონების ჩამორთმევის საქმეზე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი განმახორციელებელი ინსტანცია - საქართველოს უზენაესი სასამართლო, ბოლომდე დარჩება იმ შეფასებების, გამონათქვამებისა და მსჯელობის ერთგული, რომელსაც პროცესის მონაწილე ყველა მხარე და საზოგადოება ისმენდა საქმის განხილვის დროს.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს როლანდ ბლადაძის ერთადერთი საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევის და შემდეგ გასვისების პროცესზე, 2004 და 2007 წლებში განვითარებულ მოვლენებზე, ექნება ისეთივე პრინციპული და სწორი შეფასება, როგორი შეფასებაც არსებობდა როლანდ ბლადაძის მიმართ მიღებულ 2013 წლის პროკურატურის დადგენილების მნიშვნელობასთან. დაზარალებულმა როლანდ ბლადაძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულებით შეძლო გაექარწყლებინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების უკანონო გადაწყვეტილებები და მოეხდინა საკასაციო სასამართლოს კონსოლიდირება იმის შესახებ, რომ სწორედ 2013 წლის 13 აპრილის აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილება წარმოადგენს მთავარ სამართლებრივ დოკუკმენტს, რომლითაც უდანაშაულოდ იქნა ცნობილი როლანდ ბლადაძე, მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივ წარმოება იყო პოლიტიკური მოტივით და დაუსაბუთებელი, ხოლო სისხლისსამართლებრივი წარმოებიდან გამომდინარე სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად ქონების ჩამორთმევის ფაქტი - უკანონო.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სახელმწიფომ 2013 წელს როლანდ ბლადაძის უდანაშაულობის აღიარებით იურიდიული საფუძვლები გამოაცალა ყველა იმ სამართლებრივ პრეტენზიას თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ქონების ჩამორთმევას და პირის უკანონოდ სისხლისსამართლებრივ დევნას უკავშირდებოდა. შესაბამისად, აღნიშნული მკაფიოდ პასუხს სცემს კითხვებს, დაირღვა თუ არა ბათუმში, ერას ქუჩა 37, ბ.8 ჩამორთმევით როლანდ ბლადაძის ქონებრივი უფლებები, წარმოადგენდა თუ არა სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონება უკანონოს და დაუსაბუთებელს, „გოგიტიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უზრუნველყო თუ არა როლანდ ბლადაძემ მტკიცების ტვირთის გამოყენება და უზრუნველყოფილ იქნა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, აქვს თუ არა სასამართლოს უფლებამოსილება მოახდინოს პრივატიზაციის პროცესის კონტროლი და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, არის თუ არა როლანდ ბლადაძის იურიდიული ინტერესი ერთადერთი, ნამდვილი და მიღწევადი, არის თუ არა სასარჩელო მოთხოვნები სწორად დასმული, რა სამართლებრივი გარემოებები განაპირობებს როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდგენას, რატომ არ არის მხარის მოთხოვნები ხანდაზმული და არის თუა რა რეალური სამართლებრივი პრობლემა ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონიერ ძალაში არსებული 2004 წლის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებისთვის აღარ არსებობს სამართლებრივი ჩარჩო.

არჩილ კაიკაციშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სათანადოდ ვერ შეაფასა როლანდ ბლადაძის თანხვედრი ნაბიჯები დავის მორიგებით დასრულებაზე. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი უწყების არამართლზომიერ მოქმედებებს და ამით ხელი შეუწყოს მომავალი თვითნებობის აღკვეთას. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესი მიუთითებს იმას, რომ საქართველოს უზენაესს სასამართლოს შესწევს ძალა სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა აიღიოს როლანდ ბლადაძის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ პროცესის მონაწილე მხარეები: სახელმწიფო (პოლიტიკური ხელისუფლება) და გიორგი პაპუაშვილია (სასამართლო ხელისუფლება).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოდან საქმეზე 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

როლანდ ბლადაძის საქმე ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძემ და ზურაბ ძლიერიშვილმა განიხილეს. გადაწყვეტილება 30 მაისს, 14:00 საათზე გამოცხადება.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი