უკან
პოლიტიკა
19 ნოემბერი, 2019 19:19
არჩილ თალაკვაძე ელიზაბეთ რუდს და კარლ ჰარცელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების შესაძლებლობები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები და პარლამენტის საშემოდგომო სესიის მნიშვნელოვანი თემები განიხილეს.
არჩილ თალაკვაძემ ელჩებს მადლობა გადაუხადა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და უკანონოდ დაკავებული ექიმი მალე დაუბრუნდება ოჯახს