უკან

პოლიტიკა

9 ოქტომბერი, 2019 17:35
font-size

არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ივან ბრაიოვიჩთან გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც ორმხრივ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, საქართველოსა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სხვადასხვა მიმართულებით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება. არჩილ თალაკვაძემ და ივან ბრაიოვიჩმა ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგას საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი გააცნო და აღნიშნა, რომ პარლამენტის როლის გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყანაში სტაბილურობისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში წარმატებების მისაღწევად.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ხაზგასმით აღნიშნეს ამ პროცესში მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. ივან ბრაიოვიჩმა არჩილ თალაკვაძეს მონტენეგროს მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ინტენსიურ გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

არჩილ თალაკვაძემ კოლეგას მიღებისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და მონტენეგროს შორის პარტნიორული ურთიერთობები მეტ სტიმულს მისცემს საპარლამენტო ურთიერთობებს.

არჩილ თალაკვაძემ მადლიერება გამოხატა მონტენეგროს შეიარაღებული ძალებისადმი, მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში აქტიური მონაწილეობისათვის. „ჩვენი ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, რაც საერთო საფუძვლად უნდა დაედოს ხალხთა შორის ურთიერთობებს.

მადლიერებას გამოვხატავთ მონტენეგროს შეიარაღებული ძალებისადმი მრავალეროვან სამხედრო წვრთნებში აქტიური მონაწილეობისათვის, რომელიც საქართველოში ნატოს ეგიდით ჩატარდა. აღნიშნული წვრთნები მიზნად ისახავს ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობის ზრდას და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას. მონტენეგროს გაწევრიანება ნატო-ში არის ძლიერი სიგნალი, რომ საქართველოსაც შეუძლია და საქათველოც გახდება ნატო-ს წევრი.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იცავენ რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, მებრძოლი პარტიზანების მემორიალი მოინახულა და გვირგვინით შეამკო. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: თენგიზ ხუბულური, ედიშერ თოლორაია, მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ნაცვლიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“ - ზურაბ ჯაფარიძე

5 დეკემბერი, 2020 , 11:30

სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება ვრცელდება, რომელშიც ის პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ესმის ყველა ადამიანის, ვისაც „ერთობის

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს - დავით ბაქრაძე

4 დეკემბერი, 2020 , 17:45

ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ დიპლომატებთან შეხვედრის

წითელი ხაზია რიგგარეშე თუ ვადამდელი არჩევნები, ეს არც განიხილება - მამუკა მდინარაძე

4 დეკემბერი, 2020 , 16:15

შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომრჩეველს უღალატოს და მილიონამდე ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ გადადგას მოლაპარაკების დროს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, – ამი

60 მილიონით ჩინოვნიკების კი არა, ექიმების ხელფასები უნდა იზრდებოდეს - მამუკა ხაზარაძე

4 დეკემბერი, 2020 , 13:04

"წინა წლის ბიუჯეტი კორუფციულადაა გაფლანგული და ახალ ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება”, - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე იმ პრობლემატურ საკითხებზე საუბრობს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩა

ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო - აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ზურაბ ჯაფარიძე

4 დეკემბერი, 2020 , 11:45

ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს. ჯაფარიძე თანაპ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა

3 დეკემბერი, 2020 , 17:50

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა. ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი,