უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2019 12:30
font-size

არჩილ თალაკვაძე - ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რამდენიც მათ სჭირდებათ აქციების გასაგრძელებლად, თუმცა პიკეტოლოგიით შედეგი ვერ მიიღწევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკითხის კომენტირებისას ოპოზიციის მიერ რეგიონებში დაანონსებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ აქციები იქამდე, სადამდეც საჭიროდ ჩათვლიან.

თუმცა, თალაკვაძის თქმით, იმ ფორმით, რა ფორმითაც აქციები მიმდინარეობს, შედეგი ვერ მიიღწევა. თალაკვაძე განმარტავს, რომ პოლიტიკური შედეგის მისაღწევად მხოლოდ დიალოგის გზას ხედავს.

„ოპოზიციის ამ ნაწილს ჩვენ მზად ვართ და ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რამდენიც მათ სჭირდებათ და ჩათვლიან საჭიროდ, რომ გააგრძელონ აქციები. არ ვფიქრობ, რომ პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით რაც ხდება, ამით რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, შედეგს მივიღებთ მაშინ, თუ გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც უკვე დაწყებულია“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, საზოგადოებრივი წესრიგის მარეგულირებელ კანონმდებლობაში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა, პოლიციამ გაატაროს, რათა პროვოკაციები, ძალადობის ესკალაცია წინასწარ აღიკვეთოს.

„როდესაც პარლამენტთან იყო წარმოდგენილი სამართალდამცველების დიდი რაოდენობა, მედიის ნაწილი კრიტიკულად აშუქებდა ამ დღეებს და ამბობდნენ, რომ აი, ხელისუფლებამ გამოიყვანა ზედმეტი პოლიციელი, ნახეთ, რამდენი პოლიციელია მობილიზებული, რატომ მიიღეს ეს ზომები, რატომ გამოიყენეს ბარიერები. ხომ გახსოვთ, ეს იყო ორდღიანი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ჩათვალა, უნდა მიეღო პრევენციული ზომები, პოლიციელები დაეყენებინა იქ, სადაც რისკები არსებობდა. დღეს იგივე ჟურნალისტები მისვამენ შეკითხვას, გუშინ რატომ არ იყო ბევრი პოლიციელი და არ ერეოდა აქტიურად პროცესში. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პროტესტის იმ ნაწილისგან, რომელიც გადის მეტწილად კანონმდებლობიდან, აგრესიულ და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, თავი უნდა შეიკავოს ყველა მხარემ, განსაკუთრებით იმან, ვინც ახდენს პროვოცირებას“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები - მიხეილ სააკაშვილი

14 ივლისი, 2020 , 16:47

ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვ

რატომ გადავწყვიტე დეპუტატობა? - თემურ შაშიაშვილი

14 ივლისი, 2020 , 16:25

„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება ქუთაისის მოჟორიტარად კენჭისყრის შესახებ. დღეს ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს. „ რატომ გა

გიორგი გახარიამ საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

14 ივლისი, 2020 , 13:03

გიორგი გახარიამ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკას და ა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია - ზურაბ ჭიაბერაშვილი

14 ივლისი, 2020 , 10:22

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ანტიკონსტიტუციურს უწოდებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუ

„პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში 5-ს“ - `ევროპულმა საქართველომ` გლდანის აქტივს ნიკა მელია წარუდგინა

13 ივლისი, 2020 , 15:21

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე