უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ივლისი, 2019 11:23
font-size

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (UშAID), ატლანტიკურ საბჭოში და მსოფლიო ბანკში გამართა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, მარკ გრინთან, საქართველოს დელეგაციამ სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელა, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები შეეხო. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება იყო განხილვის მთავარი თემა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ბანკშიც, სადაც ქართული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენელთა ასოციაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა - დავით ჭიჭინაძე

20 იანვარი, 2020 , 16:15

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი - ქართველი ხალხი - და აწი რას გაითვალისწინებს და რას არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება. ამის უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად „ოცნებას“

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

20 იანვარი, 2020 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამის შესახ

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ისრაელში მიემგზავრება

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზი

როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო - მარკუეინ მალინი

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან, რაც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს. ყოველივე ეს შესაძლოა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს. აღნიშნული შინაარსის ღია წერილით ამერ

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`