საზოგადოება


არჩილ თალაკვაძემ საგაზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „მოამბესთან“ ინტერვიუში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა.
თალაკვაძის თქმით, ერთ-ერთი სიახლეა მართვის მოწმობის პრაქტიკული სწავლების გადატანა რეალურ გზებზე. დეპუტატი ამბობს, რომ მსგავსი მეთოდი მართვის მოწმობის გაცემის პირობებს უფრო საიმედოს გახდის და მძღოლების საწყის კვალიფიკაციას აამაღლებს.
გარდა ამისა, საგზაო მოძრაობის რეფორმის ფარგლებში დაინერგება სიჩქარის მოძრავი კამერები. გზებზე დამონტაჟდება ე.წ. „ჭკვიანი ვიდეოკამერები“, რომლებიც, თალაკვაძის თქმით, იქნებიან ჩართული შსს-ის ერთიანი ოპერატიული მართვის ბაზაში, სადაც გაუგზავნიან ინფორმაციას მომხდარი დარღვევების შესახებ.
„ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლახან შექმნა რეფორმის ფარგლებში. ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საგზაო მოძრაობის ყველა სუბიექტის ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში.
რეფორმის ფარგლებში გამკაცრდება ჯარიმები ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა.
ცვლილებების პაკეტი შსს-მ მოამზადა და ხუთ კანონში შევა. ცვლილებების განხილვა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე იგეგმება.
„ვგეგმავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტი საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განვიხილოთ და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
10 აპრილი, 2021 , 10:40
უკიდურესად დესტრუქციული ძალები მოქმედებენ წესების გარეშე და ემსახურებიან ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების ძალიან საშიშ ამოცანებს - „საქართველოს მარადისობის დღის“ დაფუძნების ინიციატორები
9 აპრილი, 2021 , 14:40
ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე - გია გაჩეჩილაძე
9 აპრილი, 2021 , 14:40

გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 12:45

ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე - აფგან მუხთარლი
9 აპრილი, 2021 , 12:32

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 430, სამეგელო-ზემო სვანეთში - 91, აჭარაში - 62
9 აპრილი, 2021 , 11:20