უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
არქივი
კონფლიქტის ზონა
21 მარტი, 2018 10:35
არჩილ ტატუნაშვილი წილკანში საკუთარ სახლში გადაასვენეს
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ, გვიან საღამოს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ექსპერტიზის ბიუროს შენობაში იმყოფებოდა გარდაცვლილის მამა, ასევე, გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები. ექსპერტიზის შემდეგ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, არჩილ ტატუნაშვილი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს გუშინ საღამოს გადმოსცა. ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.
ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ ცხედარი ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად ქართულ მხარეს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების თანდასწრებით გადასცეს.
ნინო ექვთიმიშვილი