უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

24 თებერვალი, 2018 11:30
font-size

არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა მოუწოდა ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ძალისხმევა არ დაიშუროს ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად, ასევე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად.

ოსური მხარის ვერსიისგან განსხვავებით, რომელიც ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ომბუდსმენმა მისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ის ნაცემი იყო.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა.

„2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საოკუპაციო ძალებს დაუყოვნებლივ გადმოსცენ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მას ჩაუტარდეს სამედიცინო ექპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და ხანდაზმულობა; ასევე, ითანამშრომლონ საქართველოსთან საქმის ეფექტური გამოძიების მიზნით.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული მისი ორი თანასოფლელი (ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანჩავეთიდან).

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოქალაქის სიცოცხლის სავარაუდო უფლების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალგორში ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების დაკავება ჩვეულ მოვლენად იქცა. დაკავებულები გადაჰყავთ ალკოჰოლურ და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რა დროსაც მათ ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებენ.

ტატუნაშვილის შეთხვევა მიანიშნებს, რომ სრულიად დაუცველია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში აკავებენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები. 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე 121 მოქალაქე იყო დაკავებული. რამდენიმე მათგანის მიმართ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ დაიშუროს ძალისხმევა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის უზრუნველსაყოფად; ასევე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დასაყენებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესწავლის შესაძლებლობა. ამის გარდა, ჯერ ისევ გამოუძიებელია 2014 წელს ახალგორში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული დავით ბაშარულის საქმე და დაუსჯელია 2016 წელს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელი.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”, - წერია სახალხო დამველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაცია ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა ოსურ მედიაში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად დააკავეს ახალგორში.

რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ - სუს -ი

16 ოქტომბერი, 2019 , 14:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ. „რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლი

„მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან“ - განადგურებული ქართული ტაძრები აფხაზეთში (ვიდეო)

14 ოქტომბერი, 2019 , 11:11

აფხაზეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები განადგურების პირასაა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რუსიფიკაციები გრძელდება. რუსული კომპანიების მიერ ჩატარებული უნებართვო სამუშაოების შედეგად ქრება არა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 ოქტომბერი, 2019 , 11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 8-9 ოქტომბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის

გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

7 ოქტომბერი, 2019 , 16:55

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა. პრემიერის პრეს

ერგნეთში ტექნიკურ შეხვედრა გაიმართება

1 ოქტომბერი, 2019 , 10:20

ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, დღეს მეხუთე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო

გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

28 სექტემბერი, 2019 , 11:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის(EUMM) ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ld