უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
- 19.04.2024 14:26ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი
- 19.04.2024 12:33პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- 19.04.2024 11:13მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
არქივი
კონფლიქტის ზონა
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი პროტესტს დროებით წყვეტს
გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი დანაპირების შესრულებას ელოდება და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პროტესტს დროებით წყვეტს.
არჩილ ტატუნაშვილის მამის განცხადებით, ამ ეტაპზე პროტესტს წყვეტენ, თუმცა გადმოსვენების პროცედურები თუ გაჭიანურდება, პროტესტის განახლებას არ გამორიცხავენ.
ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, კონკრეტული ვადები თუ როდის შეიძლება გადმოასვენონ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, არ არის ცნობილი.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დროულად მოხდეს გვამის გადმოცემა. ასვე იმ ორი ახალგაზრდის გადმოცემაც. ისინი ჯანმრთელად, თავიანთ სახლებში არიან მშობლებთან ერთად, მაგრამ მათ არ აქვთ სატელეფონო კავშირზე გამოსვლის უფლება. მათი გადმოსვლა კონტროლირებად ტერიტორიაზე მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, დაკავებულ ორ პირს მოწმობები ( საშვები) ჩამოართვეს და ე.წ გამოძიების დასრულებამდე მათ ახალგორის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.
ცირა გურგენიძე