უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

18 აპრილი, 2018 14:20
font-size

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში - ვახტანგ გომელაური

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, მიმდინარე წლის 22 თებერვალს მომხდარმა ფაქტმა, რასაც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა და ჩვენი ქვეყნის ორი მოქალაქის იძულებითი ტყვეობა მოჰყვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ როგორი რთულია უსაფრთხოების ვითარება აღნიშნულ რეგიონებში, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მსგავსი ტრაგედიები ნათლად აჩვენა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხშირი დარღვევა, არის სწორედ ის უპირველესი გამოწვევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღის წესრიგს.

„წლების განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილმა ვითარებამ ცხადყო, რომ რუსეთის ფედერაცია სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითებია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა. ასევე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლა”, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე 100-ზე მეტი უკანონო სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.

“აღნიშნული აზიანებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, უკანონო დაკავებები. იზღუდება თავისუფალი გადაადგილება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებისა და ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარების მონიტორინგს, ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან”, – განაცხადა გომელაურმა.

ნინო ექვთიმიშვილი

არცერთ გოჯ მიწას არ დავუთმობთ ოკუპანტ ქვეყანას - მათ ქმედებაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება - მამუკა ხაზარაძე

7 აგვისტო, 2020 , 17:25

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ე.წ საზღვრის პირას მდებარე 70 სოფლის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ლელო“ სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს ი

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის `ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება` შეასრულოს - გიორგი გახარია

7 აგვისტო, 2020 , 14:30

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოცი

სოფელ ტახტისძირისა და გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს - სუსი

6 აგვისტო, 2020 , 14:35

ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსულ მხარეს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები - საგარეო უწყება

6 აგვისტო, 2020 , 10:45

5 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს საკითხი – „მდგომარეობა საქართველოში“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სხდომის დასრულების

წითელ ჯვარს ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება არ ეძლევა

30 ივლისი, 2020 , 12:45

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება წითელ ჯვარს ამ დრომდე არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან, კვალვ დროებითი დაკავების იზოლატორში გად

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრა გაიმართება

30 ივლისი, 2020 , 10:35

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე