უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2018 12:55
font-size

`არენას` მფლობელის და სპორტის მინისტრის მოადგილის კუთვნილი ტელევიზია ბიუჯეტიდან გორის საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი ფულით ფინანსდება - ,,თრიალეთი“

ძმები გოგოლაძეების გავლენებით, შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, იძულებული გახადა გორის საბავშო ბაღების გაერთიანება, ტელეკომპანია "დია" დაეფინანსებინა. საბავშვო ბაღების გაერთიანების გარდა, ტელეკომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმებინეს, კიდევ შვიდ "აიპ"-ს, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ,,თრიალეთი“ ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ გარიგებებში მონაწილეობდა არა მარტო გორის, არამედ ქარელის, ხაშურის და კასპის მერია და მათთან დაქვემდებარებული "აიპები".

,,ბავშვების ფულის გარდა, ტელეკომპანია "დიას" ანგარიშებზე წავიდა გორის კეთილმოწყობის, გორის კულტურის ცენტრის, გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს, ქარელის კულტურის ცენტრის, ხაშურის კულტურის ცენტრის, ხაშურის სპორტსკოლის, კასპის სპორტკომპლექსის ფინანსები.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა ფარულად, ტენდერის გარეშე. იმის გამო, რომ "აიპები" ვალდებულები იყვნენ 5 ათასი ლარის ხელშეკრულებების გაფორმებისას გამოეცხადებინათ ტენდერები, ტენდერის გვერდის ავლისთვის, მათ ხელშეკრულებები გააფორმეს 4990 ლარზე.

"აიპებმა" ხელშეკრულებები გაუფორმეს იმ ტელევიზიას, რომელიც საერთოდ არ მაუწყებლობს მათი მუნიციპალიტეტის არეალში, რაც ადასტურებს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯებს.

ამჟამად ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული "აიპები" თანამშრომლებს უშვებენ უფასო შვებულებაში, ხელფასებისთვის სახსრევის არ ქონის გამო, რამაც გამოიწვია თანამშრომლების აგრესია და პროტესტი. ისინი აცხადებენ, რომ მათზე გასაცემი ხელფასების თანხები, ტელეკომპანია "დიას" მოსყიდვაში გახარჯეს.

გარდა რეკლამისა, ხელშეკრულებები გაფორმებულია შეკვეთილი სიუჟეტების და გადაცემების მომზადებისთვის, რის მიხედვითაც, ორივე მხრიდან დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა.

კახა სამხარაძის სამცხე ჯავახეთში გადასვლის შემდეგ, მისი გავლენები არ შეწყვეტილა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებზე. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე რაიონის მერს და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს, იგი აკონტროლებს, მისი ყოფილი მოადგილის და სუსის ყოფილი თანამშრომლის, ლევან ჟღენტის მეშვეობით, რომელიც მან არ წაიყვანა ახალციხეში და გამიზნულად დატოვა ახალი გუბერნატორის მოადგილედ. აღსანიშნავია, რომ სამხარაძეს ზურგს უმაგრებს პარტია ქართული ოცნების ყოფილი რეგიონული კოორდინატორი და ამჟამად პარლამენტის წევრი, მისი ბიძაშვილი, დიტო სამხარაძე.

ტელეკომანია "დია" და მისი მფლობელები, წინა ხელისუფლების დროს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ სამსახურში იყვნენ, ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან გარკვეული დროის შემდეგ, ურთიერთობა განსაკუთრებულად დაალაგეს და გამორჩეული პირობები შეიქმნეს, როგორც თანამდებობებით, ასევე ათეულობით მილიონიანი ტენდერების მიღებით. ყველას ახსოვს, თბილისის გზების მოასფალტებაზე, მათი მიღებული 20 მილიონიანი ტენდერი და შეუსრულებელი პირობები.

სამწუხაროა, რომ სპორტსაზოგადოება "არენას" უზარმაზარი ქონების მფლობელები, მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებულები და ხელისუფლებაში, მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირები, საკუთარი ტელევიზიისთვის საბავშო ბაღების ფულის მიღებას არ ერიდებიან“, - ნათქვამია ,,თრიალეთის“ განცხადებაში.

ტელეკოპანია მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და პროკურატურას შეისწავლოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ტელეკომპანია "დია"-ს მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებები, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას და ასევე, კორუფციულ გარიგებას.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი