უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2018 17:50
font-size

არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო - ირაკლი კობახიძე

ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად და ეს მიზანი გვაქვს დასახული ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირობებშიც, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიმდინარე საარჩევნო პროცესების თაობაზე გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ ოპონენტებს ევროპული სტილის არჩევნების ჩატარება შესთავაზა.

,,ეს იყო შეთავაზება ასევე, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. სწორედ ასეთი სახით ტარდება ჩვენი მხრიდან ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა, პასუხად ვიღებთ სხვა რამეს ოპონეტებისგან. მათი პასუხი არის ძალიან შორს ევროპული, დასავლური პოლიტიკური და საარჩევნო კულტურისგან“, - განაცხადა კობახიძემ და ის პუნქტები ჩამოთვალა, რომელიც მისი თქმით, წარმოადგენს წინაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებს.

,,ეს არის პირველ რიგში, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით. ასეთი ფორმით ადგება შეურაცხყოფა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

მეორე მნიშვნელოვანი გადაცდომა - ეს არის კანდიდატის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა. ეს მცდელობა არ არის წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში არიან ძალიან ფართოდ ჩართული ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

მესამე - ეს არის დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, რომელიც იმართება ჩვენი კანდიდატის მიერ და ეს არის განსაკუთრებულად შემაშფოთებელი მოვლენა.

შემდეგი ეს არის აბსოლუტურად პოპულისტური და ცრუ დაპირებები, რომელსაც გასცემენ ოპოზიციური კანდიდატები. შეგახსენებთ დაპირებას პენსიის თაობაზე. არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს პოპულიზმიც არის ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი.

ასევე, კიდევ ერთი დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ ფიქტიური პარტიების მიერ ხდება უფასო საეთერო დროის და საბიუჯეტო სახსრების მიტაცება, საუბარია მილიონობით ლარზე.

და ბოლოს, ტოტალური პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს პარტიული ტელევიზია, ეს არის კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც კიდევ ცალკე უნდა გამოიყოს.

ჩვენ, ყველა ამ დარღვევასთან დაკავშირებით მივაწვდით სრულ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი