უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 იანვარი, 2017 14:35
font-size

არის კლინიკები, უფრო საამქროებია, რომლებიც სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას ემსახურება პაციენტების საზიანოდ- აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების მეორე ტალღის დაწყებას, რომელიც პაციენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობისებისკენ იქნება მიმართული.

როგორც ზოიძემ მედიას განუცხადა, არსებობს კლინიკები, რომლებიც, მისი თქმით, უფრო საამქროებია რომლებიც სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას ემსახურებიან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ.

„ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეს იწყება სწორედ პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით, ეს არის ძირითადი ლოზუნგი. ამ მიზანს მოემსახურება ყველა ის ცვლილება, რაც მოხდება პროგრამაში. ამავდროულად, ხარისხიანი მომსახურება ჩვეულებრივ ხარჯეფექტიანი მომსახურებაა, შესაბამისად, ეს ასევე იმ თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს, რომელიც საჭიროა, რათა ჩვენს უმწეო მოქალაქეებს გავუფართოვოთ სამედიცინო მომსახურებით პაკეტი და რა პრობლემებიც დღეს არის წამლებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს მიეწოდოს ეს მომსახურება და პაკეტში ჩავრთოთ ამბულატორიული მედიკამენტები. პირველ ეტაპზე მოხდება ყველაზე ოდიოზური, კლინიკებს ვერ დავარქმევდი, არაერთხელ ვუწოდე, რასაც ვფიქრობ, ეს არის საამქრო, რომელიც ემსახურება კონკრეტულად სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ, ხშირ შემთხვევაში პაციენტების ინტერესების საზიანოდ. ამ შემთხვევაში, პირველი ამოცანა მოქალაქეებზე ზრუნვაა, სახელმწიფო ინტერესი ამ შემთხვევაში, სწორედ პაციენტის ინტერესია, ერთადერთი და პრიმა ამოცანა სწორედ ეს გახლავთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღეს ჯანდაცვის მინისტრი წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

დავით სერგეენკომ კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სფეროში რეფორმების მეორე ტალღის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე აღნიშნა, რომ რიგ კლინიკებთან სამინისტრო თანამშრომლობას ვერ გააგრძელებს, რადგან მათი ნაწილი სახელმწიფოსა და პაციენტებს არაკეთილსინდისიერად უდგება.

მონიკა დავლიანიძე

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

5 ივნისი, 2020 , 16:35

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდ

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:00

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, – ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!