უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ოქტომბერი, 2018 14:25
font-size

არის მხოლოდ და მხოლოდ წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ვითხოვთ კონკრეტული არასამთავრობოებისგან, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.

შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, ძირითადად ადგილი აქვს ოპოზიციის მხრიდან.

კობახიძის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო წინასაარჩევნო პროცესში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს.

„ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია. ვფიქრობ, არავის არ მოგვწონს კამპანიის შინაარსი. კამპანია ოპონენტების მხრიდან არის აგებული შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, აგრესიულ განცხადებებზე, პროვოკაციებზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ასევე, გავამახვილეთ ყურადღება მედიის მხრიდან გაშუქებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე. მოვისმინეთ შეკითხვები, გავეცით პასუხი შეკითხვებს. გვქონდა საინტერესო დისკუსია“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ითხოვს არასამთავრობო სექტორისგან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას.

„არის მხოლოდ და მხოლოდ წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ვითხოვთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ეს წითელი ხაზები არის დაკავშირებული პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან. ყველა არასამთავრობო უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ფაქტი, როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები მონაწილეობას იღებდნენ კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ასევე მნიშვნელოვანია კონკრეტული პრინციპების დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ისინი უნდა იყვნენ ორგანიზაციები, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. შემიძლია გავიხსენო ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც იყო აბსოლუტურად ბოლშევიკური. იქ იყო საუბარი ადამიანების განდევნაზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვდით არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციას, თუმცა ეს რეაქცია დღემდე ვერ ვნახეთ, რაც სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ენ-დი-აის“ წარმომადგენლები დღეს ასევე შეხვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს. მოგვიანებით კი „გირჩისა“ და „შენების მოძრაობის“ წევრებს შეხვდებიან.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი