უკან
ეკონომიკა
4 აპრილი, 2017 13:00
არის საუბარი ევროპული და ამერიკული ბანკების შემოსვლაზე - მიხეილ დუნდუა
ეკონომისტის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, დღესდღეობით ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში არახელსაყრელი პირობებია, კერძოდ, კომერციული ბანკების მხრიდან სესხის გაცემის თვალსაზრისით.
როგორც დუნდუამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძლიერი ბანკის შემოსვლა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.
„არის საუბარი ევროპული და ამერიკული ბანკების შემოსვლაზე, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ეს ძალიან კარგი სურვილია, რომ შემოვიდეს ქვეყანაში ძლიერი ბანკი. თუმცა დღესდღეობით საქართველოში ბიზნესზე სესხების გაცემისთვის არცთუ ისე სახარბიელო პირობებია, რაც განპირობებულია კომერციული ბანკების მხრიდან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და ყურადღება მივაქციოთ სესხების ხელსაყრელ გაცემას“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
ნინო ექვთიმიშვილი