უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 მარტი, 2017 14:00
font-size

არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს - კახა კალაძე

არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზის ტარიფების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც კალახა კალაძემ აღნიშნა, გაზის ტარიფებს ითვლის სემეკი და განიხილავს, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით დღეს.

„დაველოდოთ, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. იმის შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებოთ, საქართველოში ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მისი ყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში - დოლარში და საქართველოში მოსახლეობაზე ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება.

„ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

ნინო ექვთიმიშვილი

სულელურ ინიციატივაზე ლაპარაკს ხვალ ნამდვილად არ ვაპირებთ - ნინო ბურჯანაძე

14 დეკემბერი, 2019 , 17:35

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი 15 დეკემბერს ჩაინიშნა. “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ხვალინდელ შეხვედრაზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენ

თბილისის საქალაქო სასამართლო გადაიქცა ოპოზიციის შტაბბინად - გიგი უგულავა

14 დეკემბერი, 2019 , 17:30

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მთავარი საკითხი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ოპოზიციონერი ლიდერებისა თუ აქტივისტები

„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს - მაია ცქიტიშვილმა

14 დეკემბერი, 2019 , 16:30

„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს, სამწუხაროდ, მას ალბათ, ემოციებმა სძლია და ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც არ შეესაბამება არც სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას”, - ამის შესახებ რეგიონულ

გინებას საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს - ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი, 2019 , 16:10

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე საკრებულოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ერეკლე კუხიანიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დეპუტატი ექიმ გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს. "გინება ეს არი

ნებისმიერი პოზიცია, რომელიც განსხვავებულია რა თქმა უნდა ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პოზიცია - არჩილ თალაკვაძე

14 დეკემბერი, 2019 , 16:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. თალაკვაძის თქმით, "ნებისმიერი პოზიცია, რომელიც განსხვავებულია რა თქმა უნდა ვერ იქნება ჩვენი

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით. - სოზარ სუბარი

14 დეკემბერი, 2019 , 15:10

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით. არც ერთი მისი განცხადება არ ჯდება არც იმ ეთიკაში, რომელიც სახალხო დამცველს უნდა და არც ზოგადად ადამიანური ეთიკაში, იმიტომ რომ ვერ მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`