უკან

ეკონომიკა

6 ივნისი, 2020 17:44
font-size

არის თუ არა თამბაქოს კონტრაბანდის მიზეზი სააქციზო პოლიტიკა? - ინდუსტრია მთავრობას მიმართავს

თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანის შემთხვევები (bmg ოფიციალურ სტატისტიკას შემოსავლების სამსახურიდან ჯერ კიდევ ელოდება).

ბიზნესი ამბობს, რომ ამის მთავარი განაპირობებელი ფაქტორი ის სააქციზო პოილიტიკაა, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით 2-3 ჯერ აძვირებს თამბაქოს პროდუქციას - ეს კი მოტივაციას ქმნის ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოვიდეს უაქციზო საქონელი.


JTI-ს კორპორაციული დირექტორი bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ბოლო წლებში ისეთი ტემპებით იზრდებოდა აქციზი, რომ საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით თამბაქოზე ფასი 2-3 ჯერ გაიზარდა. ფასთა შორის დიდი სხვაობამ კი განაპირობა ის, რომ მასიურად დაიწყო ქვეყანაში კონტარბანდული თამბაქოს შემოდინება.

თამბაქოს ინდუსტრია ადვალური გადასახადის მეთოდოლოგიის გადახედვას და სექტორისთვის აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის საჭიროებაზეც საუბრობს.

„ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე გვითხრეს, რომ 2 წლის განმავლობაში აქციზი რადიკალურად არ შეიცვლებოდა, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს რთული აქციზის განაკვეთი, ორი კომპონენტისგან შედგება. ეს არის სპეციფიური და ადვალური ნაწილი. ადვალური მეთოდოოლოგიის გათვალსიწინებით ფინანსთა სამინისტრო წლიდან წლამდე გაზრდის თუ არ გაზრდის საგადასახადო კოდქსით აქციზის განაკვეთს, მაინც მეთოდოლოგიიდან გამომდინარე ჩადებულია წლიდან წლამდე აქციზის მატება, რაც ფასზეც აისხება.

აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ საშუალო გრძელვადიან ჭრილში აუცილებელია სექტორთან ერთად აქციზის ზრდის გეგმის შემუშავება. ამ გეგმის პირველი და მთავარი კომპონენტი უნდა იყოს ადვალური აქციზის შემცირება, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის სტაბილურობას და ფასების დაბალანსებას,“-აცხადებს ივა ხასია.

როგორც ის ამბობს, ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეულია აფხაზეთიდან კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანის ფაქტებიც.

„ეს შეიძლება იყოს რუსეთში არალეგალურად ნაწარმოები პროდუქტი ან აფხაზეთში, რომელიც 2.5 ლარის ფარგლებში იყიდება. კანონიერი პროდუქტი, ფასიდან გამომდინარე, კონკურენციას ვერ გაუწევს. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანს სამეგრელოს რეგიონში, სადაც კანონიერი პროდუქტი აღარც კი იყიდება. კოვიდის გამო საზღვრები რომ ჩაიკეტა კონტრაბანდის შემცირებაზე პოზიტიურად აისახა, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მოიმატა აფხაზეთიდან შემოტანილმა პროდუქტებმა. რა არხებით შემოდის, როცა საზღვრები ჩაკეტილია არ ვიცით.

ეს პროდუქტს არამარტო სამეგრელოში, თბილისშიც იშოვება ჩვენი ინფორმაციით და კანონიერ მწარმოებლებს უკონკურენტო მდგომარეობაში გვაყენებს, რადგან ჩვენი მინიმალური ფასი 5,5 ღირს და 2,5 იანს კონკურეციას ვერ გაუწევს. ვზარალობთ ჩვენ, სახელმწიფო ბიუჯეტიც,“-აცხადებს ხასია.

მისი თქმით, კონტრაბანდის შემთხვევების მინიმალიზაციას სხვა ვერაფერი უზრუნველყოფს, თუ არა შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა ქვეყანაში.

„ აქედან გამომდინარე ითხოვს ჩვენი სექტორი მოხდეს გრძელვადიან ჭრილში აქციზის გეგმის შემუშავება, რომლის ნაწილი იქნება ადვალური გადასახადის შემცირება, რაც საშუალებას მოგვცემს ფასები დაბალანსდეს და უკვე დაბალანსებული ფასები და რეგიონის სურათთან გათანაბრება დაინტერსებას მოსპობს კონტრაბანდული გზით შემოვიდეს ქვეყანაში,“-აცხადებს ხასია.

მისი განმარტებით, თუ მისი კომპანია თამბაქოს 5,5 ლარად ყიდის, ამ ფასში აქციზის წილი არის 4 ლარი. გადასახადის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე კი, რაც უფრო ძვირიანია პროდუქტი, აქციზის წილიც იზრდება.

„ადვალური გადასახადის კომპონენტი ფასიდან გამომდინარე 30 % წარმოადგენს. პირდაპირ ფასზეა მიბმული ეს გადასახადი და არ იძლევა საშუალებას ფასები დაბალანსდეს. ისეთი მეთოდოლოგიაა დამტკიცებული, რომ წლიდან წლამდე უზრუნველყოფს აქციზის წილის მატებას, შესაბამისად ჩვენც გვიწევს როგორც კი აქციზი მატულობს , მისი ასახვა ფასში და შესაბამისად მატულობს გასაყიდი ფასი. სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვთ გადასახადი გადაიხედოს და შემცირდეს.

ეს პრაქტიკა ფართოდ არის აპრობირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, სადაც უმეტესობაში ადვალური აქციზი იყო, თუმცა ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, შემცირებისკენ მიდის ან საერთოდ გაუქმებისკენ. თვითონაც ხვდებიან ქვეყნები, რომ ადმინისტრების კუთხითაც გაცილებით მარტივია იყოს სპეციფიური კომპონენტი, რა დროსაც გადასახადების აკრეფა ხდება გამარტივებულად და მარტივია დაიგეგმოს საბიუჯეტო შემოსავლები და სექტორსაც აძლევს განჭვრეტად მომავალს, რაც გვიმარტივებს ბიზნესის დაგეგმვას,“ - განაცხადა ხასიამ.

წყარო: bmg

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი