უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
არის ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩატარდეს - კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის განცხადებით, არის ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტური ჩატარდეს და ესეც დემოკრატიული თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ კალაძემ თემის კომენტირებისას მედიას განუცხადა.
„მინდა მივესალმო იმას, რომ ძალიან ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატია, მაჟორიტარობის კანდიდატს ვგულისხმობ. ძალიან ბევრი პარტია მონაწილეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიულობის მიმართულებით ქვეყანაში ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს - ეს მისასალმებელია. რაც შეეხება მეორე ტურებს, ალბათობა არის იმის, რომ შეიძლება რამოდენიმე ოლქში იყოს მეორე ტურები ჩატარდეს და ესეც დემოკრატიული თვალსაზრისით, წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ გვახსოვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყო შემთხვევები, როდესაც გამარჯვებამდე 5 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს და ჩატარდა მეორე ტური. იყო შემთხვევები, სადაც 11 ხმა დააკლდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები აღარ ყალბდება, ხმებს აღარ იპარავენ, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და ამ მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური განწყობაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მონიკა დავლიანიძე