უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 სექტემბერი, 2017 15:05
font-size

არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ძაგნიძის საქმიანობის შესწავლისას ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციის რისკი გამოიკვეთა - TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ძაგნიძის დაკავებასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, სადაც მიმოხილულია ძაგნიძესთან არსებული ინტერესთან კონფლიქტები და კორუფციის რისკები.

არასამთავრობოს ინფორმაციით, არქიტექტურის სამსახურში მუშაობის პერიოდში (2014-2016 წ.წ.), ძაგნიძემ არ მიუთითა თავის ქონებრივ დეკლარაციაში, რომ ის შპს A3-ის არა მარტო წილის მფლობელი, არამედ დირექტორიც იყო. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ძაგნიძემ ამ ინფორმაციის დამალვით დაარღვია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი, რომელიც ავალდებულებს თანამდებობის მქონე პირს, მიუთითოს თავისი სამეწარმეო საქმიანობა და ამ სამუშაოს ფორმა.

გამოკვლეული მასალით დადგინდა, რომ ძაგნიძის ე.წ. ზონალურ საბჭოში წევრობისა და იქიდან წასვლის შემდგომ პერიოდში კომისიამ დააკმაყოფილა მისი კომპანიის ერთ-ერთი დირექტორისა და მესაკუთრის 3 განცხადება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეგასებით, შესაძლოა, ამ შემთხვევას გამოეწვია ინტერესთა კონფლიქტი.

„მედიანიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, ლევან ძაგნიძე 2014-2016 წლებში იკავებდა არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილისა და სანებართვო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებს. ის სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს არქიტექტორიც იყო. ამავე დროს, ლევან ძაგნიძე 2013 წლიდან (მათ შორის თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და ზონალურ საბჭოში საქმიანობის პერიოდშიც) არის შპს A3-ის ერთ-ერთი დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის წესდებით, მისი საქმიანობის სფეროებია არქიტექტურული საქმიანობა, პროექტირება და დიზაინი, ფართების ლეგალიზება, აზომვითი სამუშაოები და არქიტექტურული კონსულტაცია. ქონებრივ დეკლარაციებში ლევან ძაგნიძეს მითითებული არ აქვს, რომ გარდა შპს A3-ის მეწილეობისა, ის დირექტორის პოსტსაც იკავებდა. ეს ეწინააღმდეგება “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმად, თანამდებობის პირი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, მათ შორის, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ფორმის ჩათვლით.

ლევან ძაგნიძე ე.წ. ზონალური საბჭოს წევრი 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით იყო. საინტერესოა, რომ როგორც მისი კომისიაში წევრობის, ასევე მის შემდეგ პერიოდშიც, კომისიამ ლევან ძაგნიძის ბიზნესპარტნიორის გიორგი მირიანაშვილის (შპს A3-ის ერთ-ერთი დირექტორი და 33% წილის მესაკუთრე) 3 განცხადება დააკმაყოფილა ქალაქმშენებლობითი პარამეტრის (მაგალითად, შენობების ნებადართული სიმაღლის) გაზრდაზე. მათ შორის, პირველი თანხმობა 2014 წელს ლევან ძაგნიძის კომისიის წევრობის პერიოდშია გაცემული. განცხადებაში მისამართზე დელისის III ქუჩა N22-ში ფუნქციურ დანიშნულებად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია მითითებული, მთავარი არქიტექტორი კი ალექსანდრე სესიაშვილია, რომელიც A3-ის 34% წილის მესაკუთრე, ერთ-ერთი დირექტორი და შესაბამისად, მირიანაშვილისა და ძაგნიძის ბიზნესპარტნიორია. მირიანაშვილის ამავე შინაარსის (ქალაქმშენებლობითი პარამეტრის გაზრდის) განცხადებაზე ზონალურ საბჭოს 2015 წელს კიდევ 2 თანხმობა აქვს გაცემული. აქედან ერთ-ერთ განცხადებაში თავად შპს "A3"-იც ფიგურირებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ სათანადო პრევენციული მექანიზმების არარსებობის პირობებში, საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკები არსებობს, რისი ერთ-ერთი შესაძლო მაგალითი წარმოდგენილი შემთხვევაცაა. ორგანიზაცია აგრძელებს კვლევას ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაში (ე.წ. ზონალური საბჭოს) ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების გამოსავლენად და ანგარიშს სრული სახით მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ძაგნიძე გუშინ დააკავა. მას თაღლითობის მცდელობას ედავებიან. ძაგნიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

პროკურატურის ინფორმაციით, ძაგნიძე დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დააკავეს. უწყების განცხადებაში წერია, რომ ძაგნიძემ, კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ერთერთ მოქალაქეს შესთავაზა, რომ ისინი შეძლებდნენ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას. ამისთვის მოქალაქეს, ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად, ჯამში 38 000 აშშ დოლარი მოთხოვეს, რაც ამ უკანასკნელმა მათ ეტაპობრივად გადასცა.

გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით, გრძელდება, რაც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

ანა მებურიშვილი

შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 509 ფაქტი გამოავლინა

9 აპრილი, 2021 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 150

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ

8 აპრილი, 2021 , 17:30

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის პროკურორის, დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს ქ

ნიკა მელიას საქმეზე მორიგი პროცესი 13 აპრილს გაიმართება

8 აპრილი, 2021 , 13:40

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს. შესაბამისად, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13

შსს-მ ბოლო 24 საათში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოავლინა

8 აპრილი, 2021 , 11:35

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შე

ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს - ადვოკატი

8 აპრილი, 2021 , 11:35

„ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება. როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდ

შვილმა მამა ცემით მოკლა

8 აპრილი, 2021 , 10:50

წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამ